რუშთუ რეჩბერი: კორონავირუსი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მატჩი იყო
"ბარსელონას" ყოფილი მეკარე, რუშთუ რეჩბერი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, საკუთარ მდგომარობაზე საუბრობს.
"ნელ-ნელა უკეთ ვხდები და ჩემი ჯანმრთელობა უმჯობესდება. ორგანიზმი ცოტათი დამისუტდა, რადგან რთული და მძიმე მკურნალობა გადავიტანე. ახლა მომჯობინების პროცესში ვარ.
მხოლოდ შემიძლია, ღმერთს მადლობა გადავუხადო. მომდევნო 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში დავრჩები. კორონავირუსი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მატჩი იყო", - ციტირებს თურქის სიტყვებს TMW.
ლეგენდარულმა მეკარემ Covid-19-ი, რომელიც საკუთარმა მეუღლემ, ისილმა გადასდო, ცოტა ხნის წინ დაამარცხა. 46 წლის რეჩბერი თურქეთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მოთამაშეა. მან ნაკრებში 120 შეხვედრა ჩაატარა. რუშთუმ ასევე 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]