რუშთუ რეჩბერი: "ბარსელონა" ჩემი მდგომარეობით ინტერესდებოდა

  • 12-04-2020, 17:07
  • რუშთუ რეჩბერი: "ბარსელონა" ჩემი მდგომარეობით ინტერესდებოდა

    "ბარსელონას" ყოფილი თურქი მეკარე, რუშთუ რეჩბერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაამარცხა, პანდემიის შესახებ საუბრობს.

    "ამ ვირუსთან ხუმრობა არ შეიძლება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ, ის ყველასთვის საშიშია.

    მოწევას თავი რამდენიმე წლის წინ დავანებე. ეს ჩვევა კორონავირუსთან ბრძოლას ართულებს.

    "ბარსას" კომუნიკაციის მენეჯერი შეტყობინებებს ხშირად მიგზავნიდა და მეუბნებოდა, რომ ბართომეუ ჩემი მდგომარეობით ინტერესდებოდა", - ციტირებს რეჩბერის სიტყვებს AS.

    თურქეთის ნაკრების ლეგენდა "ბარსელონაში" 2003-2006 წლებში ირიცხებოდა, თუმცა ახალგაზრდა ვიქტორ ვალდესმა მას კატალონიელთა რიგებში ფეხის მოკიდების საშულება არ მისცა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    12 აპრილი 2020 17:10

    ბართო წუხდა აბა რა, შენ რომ რამე დაგმართნოდა ვერ გადაიტანდა.

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV