ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

მოგეხსენებათ დღეს "ბარსამ" საკუთარ მოედანზე, "ატლეტიკო მადრიდი" მიიღო და შინ ნული ქულით გაუშვა. მატჩის შემდეგ კატალონიური გუნდის ფეხბურთელებმა ჟურნალისტებთან ტრადიციულად კომენტარები გააკეთეს...

* ლეო მესის მიერ გაკეთებული კომენტარების სანახავად შედით ამ ბმულზე.

ჩავი ერნანდესი: "ძალიან ამაღელვებელია, როდესაც ასეთ რეკორდს ამყარებ. ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და გავიმარჯვეთ."

"ჩვენი მიზანი ტიტულების მოგებაა და ახლა სწორ გზაზე ვდგავართ."

"წინ კიდევ ბევრი ქულაა და ვიცით, თუ რას წარმოადგენს "მადრიდი". ჩვენ ჩვენი საქმის გაკეთებას ვაპირებთ."


პედრო როდრიგესი: "მოხარულები ვართ იმით, რომ "ატლეტიკოს" დამარცხება კიდევ ერთხელ შევძელით, მაგრამ ეს მარტივი არასოდესაა."

"ამ ლიგაში რთულია გამარჯვების მოპოვება, რადგანაც აქ ბევრი დიდებული გუნდი ასპარეზობს. ვიმედოვნებ, რომ გამარჯვებებს გავაგრძელებთ."

"ჩვენ კარგად ვითამაშეთ და საბოლოოდ ძალიან კარგი გამარჯვების მოპოვებაც მოვახერხეთ."


ანდრეს ინიესტა: "ჩვენ მოვიგეთ ჩვენი მატჩი "ატლეტიკოსთან". ახლა კი ვნახავთ, თუ რას იზამს "მადრიდი".

"მესი არასდროს წყვეტს სიურპრიზების მოწყობას, რაც გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

"მე ცოტა ტკივილები მქონდა (საუბარია მის ტრავმაზე, რომელიც მარცხენა მხარზე მიიღო), მაგრამ არა ისეთი, რომ მატჩში მონაწილეობის მიღებისგან თავი ამერიდებინა."

"ვიმედოვნებთ, რომ არ გავჩერდებით და გამარჯვებებს განვაგრძობთ."

"ყველაზე ძალიან, რაც ჩვენ მოგვწონს არის ის, რომ ხალხი შინ ამაყი ბრუნდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ყველაფერს კარგად ვაკეთებთ."


სერხიო ბუსკეტსი: "ჩვენ მოხარულები ვართ იმით, რომ შევძელით და კიდევ 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. ასევე სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ რეკორდის დამყარებაც შევძელით. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ. გუნდი დიდებულ ფორმაშია და ვიმედოვნებ, რომ ასევე იქნება სეზონის ბოლომდე."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.