"ბარსელონა", "ელ კლასიკოს" გაუქმებით, 9 მილიონ ევროს იზარალებს

"ბარსელონა", "ელ კლასიკოს" გაუქმებით, 9 მილიონ ევროს იზარალებს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამხანაგური "ელ კლასიკო", რომელიც ზაფხულში უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასი, რომლის ეგიდითაც "კლასიკო" უნდა გამართულიყო, კომერციული ტურნირია. მასში გუდების მონაწილეობის მთავარი მიზეზი თანხის გამომუშავებაა. ამის გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ "ბარსელონა", "რეალთან" აშშ-ში გასამართი მატჩის გაუქმებით, ფინანსურად მნიშვნელოვნად იზარალებს.

Sport-ის ცნობით, "ელ კლასიკოს" გაუქმებით "ბარსელონა" 9 მილიონ ევროს იზარალებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.