პედრომ კარიერა, შესაძლოა, "რომაში" გააგრძელოს

პედრომ კარიერა, შესაძლოა, "რომაში" გააგრძელოს

"ბარსელონას" ყოფილმა და "ჩელსის" ამჟამინდელმა ფეხბურთელმა, პედრო როდრიგესმა, შესაძლოა, კარიერა იტალიაში გააგრძელოს.

The Mirror-ის ინფორმაციით, 32 წლის მოთამაშის შეძენით "რომა" ინტერესდება, რომელმაც ესპანელს საკუთარი წინადადება უკვე შესთავაზა.

პედროს "ლურჯებთან" მიმდინარე კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება. მან უკვე განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს ლონდონელთა რიგებს დატოვებს.

მანამდე გავრცელებული ცნობებით, როდრიგესით კიდევ ერთი იტალიური კლუბი, "ლაციო" ინტერესდებოდა, ახლა კი მისი შეძენა მეორე რომაულ გუნდს სურს.

2019-2020 წლების სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 32 წლის შემტევმა 18 მატჩში თავი 2 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. მას Transfermarkt-ი 9.50 მილიონ ევროდ აფასებს.

პედრო "ბარსას" პირველ გუნდში 2008-2015 წლებში ასპარეზობდა, რის შემდეგაც, 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ, "ჩელსის" შეუერთდა.

შეგახსენებთ, პედრო როდრიგესის "ბარსელონაში" დაბრუნებაც განიხილება. თავად ფეხბურთელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მშობლიურ კლუბში დაბრუნება სურს. Covid-19-ის მიერ მიყენებეული ზარალის გამო, თავისუფალ აგენტებს ყურადღება კატალონიურმა გრანდმაც უნდა მიაქციოს, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ პედრო იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 11 აპრილი 2020 21:32
    1
    Pedrostvis mshvenieri variantia.. erti 3 weli gaagoros burti da mere ki wava.

    Ise juveshi tu moxvda gaumartlebs .. seria a moigebs