მარკო როისი: ჯეიდონ სანჩო "დორტმუნდში" უნდა დარჩეს

მარკო როისი: ჯეიდონ სანჩო "დორტმუნდში" უნდა დარჩეს

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანი, მარკო როისი ფიქრობს, რომ "ბარსელონას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე, ჯეიდონ სანჩო გუნდში უნდა დარჩეს.

"ვფიქრობ, სანჩო "დორტმუნდში" ერთი ან ორი წლით უნდა დარჩეს.

ამის შემდეგ, მას ნამდვილად შეუძლია, კარიერაში დიდი ნაბიჯი გადადგას. თუმცა, ეს უნდა გააკეთოს, როგორც ჩამოყალიბებულმა მოთამაშემ, რომელიც ჩვენს გუნდში განვითარდება და რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს", - ციტირებს გერმანელის სიტყვებს Sport Bild.

ახლახან "ბარსას" ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა ახალგაზრდა ინგლისელის კატალონიურ გრანდში ხილვა ისურვა. თუმცა, მის ხელში ჩასაგდებად "ბლაუგრანას" დიდი ბრძოლა მოუწევს, რადგან 20 წლის შემტევით "რეალი", "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "ბაიერნი" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან.

ამ სეზონში სანჩომ, ყველა ტურნირის ეგიდით, 35 მატჩში თავი 17 გოლითა და 19 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

"დორტმუნდი" ჯეიდონში მინიმუმ 120 მილიონს ითხოვს, Transfermarkt-ის ვერსიით კი ის 117 მილიონ ევროდაა შეფასებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 აპრილი 2020 16:06
    1
    ციტატა: Ronaldinho.
    გრიზმანებში,კოუტინიოებში და დემბელეებში რო იხდიან 120 და 150 მილიონებს გადაიზადონ ესეთ ახალგაზრდა მომავალ ვარსკვლავებში 100-120 მილიონებჯ. თუ დაც გალაანდი როგორ გყლი მწყდება რო რეალი ყიდულობს:(

    დემბელეში როგადაიხადეს ზუსტაგ ეგეთი ახალგაზრდა იყო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #2 11 აპრილი 2020 13:30
    0
    ეჰ შენ რომ დარჩი რა გამოვიდა??
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 აპრილი 2020 13:23
    1
    არადა როგორ გაასწორებდა ეს ბარსაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued