ლაუტაროს აგენტი: ვინ არ ისურვებდა მესისთან ერთად თამაშს?

ლაუტაროს აგენტი: ვინ არ ისურვებდა მესისთან ერთად თამაშს?

მილანის "ინტერის" არგენტინელი ფეხბურთელის, ლაუტაროს მარტინესის, აგენტი, ალბერტო იაკე, აცხადებს, რომ მოედანზე ლიონელ მესის მხარდამხარ ფეხბურთს ნებისმიერი ფეხბურთელი სიამოვნებით ითამაშებდა. მის სიტყვებს Marca ციტირებს.

ჟურნალისტის შეკითხვას, უთქვამს თუ არა ოდესმე მისთვის ლაუტაროს, რომ მესისთან ერთად თამაში მისი ოცნებაა, იაკე პასუხობს - "ვინ არ ისურვებდა მესისთან ერთად თამაშს?."

"ნაკრების იმ მატჩებზე საუბრისას, რომელშიც ისინი ერთად მონაწილეობდნენ, ლაუტარომ თქვა, რომ ეს სიზმარს ჰგავდა, წარმოიდგინეთ, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში არგენტინის ნაკრებში თამაში და თან მესისთან ერთად. თუმცა მას ამაზე ბევრი არ უსაუბრია, იგი მორიდებული ბიჭია.

რომ ვკითხოთ, თუ სად ურჩვენია გადასვლა, არაფერს გვიპასუხებს. დიდი კლუბების დაინტერესების გამო მას "თავში არ აუვარდება", თუმცა, ჯერ-ჯერობით, ოფიციალური არაფერია" - დაამატა იაკემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 აპრილი 2020 13:23
    1
    სურვილი ერთია და რამდენად საჭირო მეორე ლაუტარო არაფერში არ სჭირდება ბარსას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued