"ლაიფციგში" ვერნერის წასვლაზე არ ფიქრობენ

"ლაიფციგში" ვერნერის წასვლაზე არ ფიქრობენ

"ლაიფციგის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ მინტცლაფმა, განმარტა, რომ მისთვის სრულიად გაურკვეველია ის ჭორები, რომელთა მიხედვითაც, ტიმო ვერნერი ზაფხულში გუნდს დატოვებს.

24 წლის გერმანელი გუნდის ლიდერის მომავალს აქტიურად უკავშირებენ პრემიერ ლიგის გიგანტებს, "ლივერპულსა" და "ჩელსის". ამას გარდა, რა თქმა უნდა, მიუნხენის "ბაიერნიც" იჩენს მის მიმართ ინტერესს. "ბარსელონა" კი მას ლაუტარო მარტინესის ერთ-ერთ ალტერნატივად მიიჩნევს.

მინტცლაფმა გერმანელის კონტრაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2023 წელს სრულდება.

"ვერნერთან დაკავშირებით, ძალიან მშვიდად ვარ": განუცხადა მან Sky Germany-ს.

"მას გუნდის დატოვების სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს და არც უნდა ჰქონდეს. კონტრაქტი კი 2023 წლამდე აქვს დადებული."

ვერნერი 2016 წელს "ლაიფციგში" გადასვლის დღიდან აბსოლუტური მონსტრია. მის ანგარიშზე, ბუნდესლიგაში ჩატარებულ 150 შეხვედრაში, 88 გოლი და 39 ასისტია.

მიმდინარე წელს ის საუკეთესო სეზონს ატარებს. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 შეხვედრაში, გერმანელმა 27 გოლის გატანა და 12 ასისტის გაკეთება მოახერხა. აქედან ბუნდესლიგაში 21 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს, რაც ფენომენალური შედეგია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 აპრილი 2020 22:44
    1
    ბარსა არ აქტიურობს თორეე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued