ზუსტად 16 წლის წინ - ინიესტას სადებიუტო გოლი ლა ლიგაში

ზუსტად 16 წლის წინ - ინიესტას სადებიუტო გოლი ლა ლიგაში

10 აპრილი "ბარსელონას" ლეგენდისა და იაპონური "ვისელ კობეს" ახლანდელი ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა. ზუსტად 16 წლის წინ, 2004 წლის 10 აპრილს, 35 წლის ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ინიესტა Twitter-ზე ამ ემოციურ მომენტს ასე გამოეხმაურა: "დღეს 16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ვალიადოლიდითან" გასვლაზე ლა ლიგაში პირველი გოლი გავიტანე. მადლობა ლუის ენრიკესა და ჩავის პასისთვის. რა დღე!"

ამ თამაშში "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" გასვლაზე 3-1 დაამარცხა. ინიესტას გარდა, კატალონიელთა მხრიდან გოლები ხავიერ სავიოლამ და რონალდინიომ გაიტანეს.

ინიესტას დებიუტი "ბლაუგრანას" პირველ გუნდში 2002 წლის 29 ოქტომბერს შედგა. მან მაშინ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელშიც კატალონიურმა გუნდა "ბრიუგეს" გასვლაზე 1-0 მოუგო, მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა. ახალგაზრდა ესპანელი მომდევნო სეზონში უფრო ხშირად თამაშობდა. ანდრესმა 2003/04 წლებში 17 შეხვედრა ჩაატარა და აქტივში 2 ბურთი ჩაიწერა.

"ელ ილუსიონისტამ" "ბარსას" მაისურით სადებიუტო გოლი 2004 წლის 14 იანვარს, ესპანეთის თასის 1/16-ფინალში, "ლევანტესთან" საშინაო თამაშში გაიტანა.

ანდრეს ინიესტამ, 2018 წლის ზაფხულში "ვისელ კობეში" გადასვლამდე, მთელი კარიერა "ბარსელონაში" გაატარა. "ბლაუგრანას" აღზრდილმა კატალონიელთა პირველ გუნდში 674 თამაში ჩაატარა და 32 ტიტული მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 აპრილი 2020 20:32
    2
    როგორ მინდა ეხლაც ახალგაზრდა იყოს დონი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 აპრილი 2020 19:17
    2
    ლეომ რო საგოლე გაუკეთა 2005-ში იუვესთან, მაშინაც 24 ნომერი იყო მესი კი 30. ლეო მაშინ ჯერ კიდევ 18-საც არ იყო.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 10 აპრილი 2020 18:55
    2
    კაი პომბინაცია და კაი გოლი იყო