The Telegraph: "ბარსელონა" ჟოაუ კანსელუში ნელსონ სემედუს ჩამოდის

The Telegraph: "ბარსელონა" ჟოაუ კანსელუში ნელსონ სემედუს ჩამოდის

"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი მარჯვენა მცველით, ჟოაუ კანსელუთი ინტერესდება. The Telegraph-ის ინფორმაციით, კატალონიელებს 25 წლის ფეხბურთელში ნელსონ სემედუს გაცვლა სურთ.

კანსელუ "მან. სიტიში" 2019 წელს "იუვენტუსიდან" გადავიდა, ხოლო იტალიურ კლუბში "ქალაქელებმა" დანილო გაუშვეს. ამ სეზონში პორტუგალიელმა ფლანგელმა პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება სემედუს, მან პრიმერა დივიზიონის 21 შეხვედრაში 3 ასისტი მიითვალა.

Transfermarkt-ი ჟოაუ კანსელუს - 36, ხოლო "ნელსინიოს" 32 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 10 აპრილი 2020 19:08
    0
    სემედუ ბოლო 2 წლების საუკეთესო შენაძენი მგონია და რა არ მოსწონთ ამ ბიჭის ვერ ვხვდები. ალბათ ხასიათები არ უვარგა და მესისთან ვერ არის კარგად, სხვა ახსნა არ აქვს
    Culé [?]
    #5 10 აპრილი 2020 17:38
    0
    რა კანსელუ ტოო გიჟები არიან , სემედუ რომ უკეთესია მაგას თქმა რად უნდა.
    [?]
    #4 10 აპრილი 2020 12:46
    1
    ციტატა: FloweN
    ბიჭო მართლა არ მესმის ამათი რა :დდ აშკარად სემედუმ მოუმატა კანსელომ კი მოუკლო და მოსვა სემედუმ სკამზე ნაკრებში კანსელო და რა ლოგიკით ცვლიან?

    მამენტ ნაკრებში ორივე პერეირამ მოსვა, ლესტერში როა. მარა სემედო რო კანსელოს ყველა მონაცემით ჯობია აშკარაა. პეპის გუნდშიც ვერ თამაშობს სიტის სტილს. ბევრი ხარვეზი აქვს პასში და შესაბამისად შეტევაში სუსტია. დაცვაში არაუშავს მარა სემედოს ვერ ჯობს. კარგი შემტევი რო იყოს კიდე მესმის მარა სისულელეა გაცვლა. მაქსიმუმ ბელერინი განიხილონ ისიც მაგარი ტრავმიანია, სხვა ამ ეტაპზე სემედოს, რომელიც პროგრესირებს არავინ ჯობს. ნუ იმათ გარდა ვისაც ვერ ვიყიდით, არნოლდი კიმიხი და მაგ სასტავს არ ვთვლი
    გულშემატკივარი [?]
    #3 10 აპრილი 2020 00:10
    0
    ბიჭო მართლა არ მესმის ამათი რა :დდ აშკარად სემედუმ მოუმატა კანსელომ კი მოუკლო და მოსვა სემედუმ სკამზე ნაკრებში კანსელო და რა ლოგიკით ცვლიან?
    Culé [?]
    #2 9 აპრილი 2020 23:38
    2
    შარშან ეს მაგარი იყო, იუვეში სერიოზული სეზონი ქონდა, მარა ახლა მოკლებული აქვს და ძირითადში არც ნაკრებშია და არც კლუბში,მგონი ჯობია შეეშვან რაღაც ვერ აქვს კარგად საქმე და მარჯვენა ფლანგცას არ უჭირს ცენტრს მიხედონ ჯობია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 აპრილი 2020 23:34
    1
    აბა ეხლა ააცვით აქედან რა სემედუს კანსელოში გაცვლა ვაფშე შეეშვით მაგ ბიჭს მშვენივრად თამაშობს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued