კრისტიან იდალგო: "ბარსელონა" არ მოელოდა, რომ ლიონელ მესი საუკეთესო გახდებოდა

  • 8-04-2020, 23:35
  • კრისტიან იდალგო: "ბარსელონა" არ მოელოდა, რომ ლიონელ მესი საუკეთესო გახდებოდა

    "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტიან იდალგომ კატალონიური კლუბის არგენტინელ ლეგენდაზე, ლეო მესიზე ისაუბრა.

    "ლეოს წარმოუდგენელი ნიჭი ჰქონდა. კლუბში ყველამ იცოდა, რომ ის ერთ დღეს ძალიან კარგი ფეხბურთელი გახდებოდა - მაგრამ საუკეთესო? ამას ვერავინ წარმოიდგენდა.

    მესის მიღწევები გასაოცარია. არგენტინელი ძალიან მორცხვი და ინტროვერტი იყო. რეალურად, ის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში საუბრობდა. როდესაც მან თამაში და გოლების გატანა დაიწყო, უფრო გახსნილი და კომუნიკაბელური გახდა", - ციტირებს იდალგოს სიტყვებს Goal.

    კრისტიან იდალგო ამჟამად 36 წლისაა. ესპანელი "ბარსას" ასაკობრივ გუნდებში 2002-2006 წლებში ირიცხებოდა, პირველ გუნდში კი მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება მოასწრო. "ლა მასიელი" "ბლაუგრანადან" ლა კორუნიის "დეპორტივოში" გადავიდა, რის შემდეგაც კვიპროსში, ისრაელში, ბულგარეთში, ინდოეთში, რუმინეთსა და ანდორაში იასპარეზა, სადაც ახლაც თამაშობს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    9 აპრილი 2020 12:44

    ეს კაცი მოვლენაა <3

    2
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!

    We 61D it!

    ForçaBarça
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    9 აპრილი 2020 00:11

    მესი არის გენია მორჩა და გათავდა

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge