Sport: "ბარსელონა" და "ჩელსი" მოლაპარაკებებს აწარმოებენ

  • 8-04-2020, 23:14
  • Sport: "ბარსელონა" და "ჩელსი" მოლაპარაკებებს აწარმოებენ

    Sport "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტურ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" და "ჩელსი" 27 წლის ფეხბურთელის იჯარის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა მხარეებს შორის, ჯერეჯრობით, შეთანხმება მიღწეული არაა.

    კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, კლუბები დარწმუნებულები არიან, რომ გარიგება შესაძლებელია. გავრცელებული ცნობებით, მხარეებს შორის შეთანხმებას "ბარსას" ფინანსური მოთხოვნები აფერხებს. "ბლაუგრანა" კოუტინიოს საიჯარო ხელშეკრულებაში ფეხბურთელის 65 მილიონ ევროდ სავალდებულო შესყიდვის პუნქტის ჩადებას დაჟინებით ითხოვს. ამ შემთხვევაში ლონდონური კლუბი ბრაზილიელი შუახაზელის ხელფასს სრულად გადაიხდის.

    ფილიპე კოუტინიო ამჟამად იჯარით იმყოფება მიუნხენის "ბაიერნში", რომელსაც ზაფხულში მოთამაშის 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია, თუმცა "რეკორდმაისტერი" ამას არ აპირებს.

    კოუტინიომ მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და თავი 9 გოლით გამოიჩინა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    9 აპრილი 2020 02:15

    145 მილიონიანს, რომ 65-ად ვერ ყიდი.

    2
    გასულია
    gurgenidze Culé [?]

    9 აპრილი 2020 01:19

    რადროს იჯარაა ? შეგრჩებათ მერე იჯარების მერე ბებერი კოუ სანამ.აქ.ფასი უნდა გაყიდონ ან უ და დააბრუნონ გუნდში.

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    9 აპრილი 2020 00:08

    იმედია 100 მილიონზე დაკერავენ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    NEYMAR JR 10 გულშემატკივარი [?]

    8 აპრილი 2020 23:53

    კიდე იჯარა ასეთი ჭკვიანები საიდან მოიან ნეტა ეჰ რა ფული გადაყარეს ამაში და დემბელეში და იმ ფულის ნახევარსაც ვერ ამოიტანენ

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge