ლუის სუარესს "ბარსელონაში" დარჩენის იმედი აქვს

  • 8-04-2020, 22:15
  • ლუის სუარესს "ბარსელონაში" დარჩენის იმედი აქვს

    "ბარსელონას" ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს, რომელსაც "ბლაუგრანასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება, იმედი აქვს, რომ კატალონიურ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

    "კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, ჯერჯერობით, ახალი საერთოდ არაფერია. ჩემი სახელშეკრულებო მდგომარეობა უკვე განვიხილე, მაგრამ დღეისათვის ამაზე არ ვფიქრობ. არ ვფიქრობ მომავალზე, რადგან იმ სიტუაციაში, რომელშიც დღეს მთელი მსოფლიო იმყოფება, აწმყოზე უნდა ვიფიქროთ და იმაზე, რაც გვაწუხებს. წინ უნდა წავიდეთ და მომავალზე შემდეგ ვისაუბროთ. ამ დროისთვის "ბარსასთან" კონტრაქტი მაქვს და ამ ხელშეკრულების პირობების შესრულების გარდა, სხვა არაფერზე ვფიქრობ.

    მოგვიანებით, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც მე და კლუბის ხელმძღვანელობა დავსხდებით და მოლაპარაკებებს გავმართავთ, რადგან ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა", - ციტირებს სუარესის სიტყვებს Mundo Deportivo.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    9 აპრილი 2020 17:52

    აა კაცი, ზოგიერთი რომ მარტო ფულზეა კონცენტრირებული.

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    9 აპრილი 2020 16:55

    ეს სულ რო მკვდარი იყოს, თავის მინიმუმს რაც თავდამსხმელს ეკუთვნის ყოველთვის შეასრულებს, ამიტომ თუ ხელფასის გაზრდას არ მოითხოვს ამაზე კარგი 2-წელში ვინ უნდა გვყავდეს სკამზე.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    9 აპრილი 2020 00:07

    ეს 1-2 სეზონი კიდე გაქაჩავს

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    8 აპრილი 2020 23:29

    ჯეკა მინიმუმ ორი წელი გაქაჩავს,მერე შეუძლია კარში ან ამერიკაში წაითამაშოს

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge