ლიონელ მესი: ვერ გავბედე, რომ ტიერი ანრისათვის თვალებში შემეხედა

  • 8-04-2020, 21:54
  • ლიონელ მესი: ვერ გავბედე, რომ ტიერი ანრისათვის თვალებში შემეხედა

    ლიონელ მესის სიმორცხვის შესახებ ყველას სმენია. როგორც ჩანს, არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც არგენტინელმა თვალებში ვერ შეხედა.

    "როდესაც ტიერი ანრის პირველად გასახდელ ოთახში შევხვდი, თვალებში შეხედვა ვერ გავბედე.

    ვიცოდი, რომ ინგლისში მან დიდ წარმატებას მიაღწია, ახლა კი უცებ ერთ სივრცეში აღმოვჩნდით. ეს ანრისადმი დიდებული დამოკიდებულების გამოხატულებაა", - აცხადებს "ლა პულგა" L'Equipe-სთან ინტერვიუში.

    ფრანგი ლეგენდა "ბარსელონას" 2007 წელს "არსენალიდან" შეუერთდა. თავის მხრივ, 42 წლის ფეხურთელი ლიონელისადმი საქებარ სიტყვებს არასდროს იშურებდა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    8 აპრილი 2020 23:53

    ბარსა ხო მევასებოდა ყოველთვის მარა იყო დრო როცა იმ არსენალის ყურებას არაფერი მერჩივნა. ანრი იყო ჩემთვის არ ვიცი რა, მაგის დუეტი ბერკამპთან, მაგათ უკან ცხოველი ვიეირა, პირესი ლიუნბერგი ფლანგებზე და დიდი სოლი დაცვაში რაღაც გენია იყო. ცალკე კიდე დავიდსი მევასებოდა,ვილია და კიდე რამდენიმე. საბოლოოდ ყველა ბარსაში აღმოჩნდა. დღეს ერთი დე ბრუინია ისეთი ვინც მაგრად მევასება მარა არ მგონია მოვიდეს. ანრი კიდე გენია იყო. პირადად მე ყველა ფორვარდს მირჩევნია. შეიძლება რონალდო ჯობდა ან ვინმე მარა ჩემთვის N1 ფორვარდი იყო

    9
    გასულია
    სპარტაკი გულშემატკივარი [?]

    8 აპრილი 2020 23:06

    ეხ ანრი ძაან მაგრად მევასებოდა სულ და თავადაც აღნიშნა რომ მან დაიგვიანა მოსვლა.. მაგრამ მაინც დიდებილი წლები გვაჩუქაა..

    10
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    8 აპრილი 2020 22:12

    შე თავმდაბალო ადამიანო ❤️❤️

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Alien 👽 წევრი [?]

    8 აპრილი 2020 22:11

    Bazari araa, Henry didi fexburteli iyo.

    4
    გასულია
    Alien messi ფანი [?]

    8 აპრილი 2020 21:57

    ორი ლეგენდა რომელთაც ჩემი საყვარელი გუნდი აერთიანებს რთული წარმოსადგენია ფეხბურთი ასეთი ხალხის გარეშე😞😞😞

    6
    პარტნიორები
    Flashscore.ge