5 რამ, რაც სეზარ ჟელაბერტზე უნდა ვიცოდეთ

  • 8-04-2020, 21:44
  • 5 რამ, რაც სეზარ ჟელაბერტზე უნდა ვიცოდეთ

    გუშინ AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მადრიდის "რეალის" ტალანტით, სეზარ ჟელაბერტით დაინტერესდა. Tribuna გვთავაზობს 5 საინტერესო ფაქტს, რომლებიც "ბლაუგრანას" სამიზნის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

    ტრანსფერის წარუმატებელი მცდელობა

    სეზარ ჟელაბერტი ამჟამად "კასტილიაში" თამაშობს. "ბარსამ" მისი შეძენა 2015 წელს უკვე სცადა, თუმცა უშედეგოდ. კატალონიელებს შეეძლოთ, 19 წლის ფეხბურთელისა და მის ამჟამინდელ კლუბს შორის სავარაუდო კონტრაქტზე მოლაპარაკებები თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ.

    ამომავალი ვარსკვლავი

    ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი ესპანეთის მომავალ ვარსკვლავად ითვლება. ექსპერტები ჟელაბერტს, თუ ის განვითარებას გააგრძელებს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ბუნებრივია, "ბარსელონა" არაა ერთადერთი კლუბი, რომელიც ნიჭიერ მოთამაშეს აკვირდება. მისით "არსენალი", "ლიონი" და "დორტმუნდიც" ინტერესდებიან.

    კარგი სახელი ევროპაში

    "დორტმუნდი" და "არსენალი" ესპანელით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მისი თამაში ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე იხილეს. სეზარმა, ჯეიდონ სანჩსა და ალექსანდერ ისაკის მსგავსად, რომლებმაც რთულ თამაშებში თავი გამოიჩინეს, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

    რთული ტრავმა

    ჟელაბერტმა 2018 წელს პრე-სეზონამდე ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. მას წინასასეზონო მომზადება "რეალის" პირველ გუნდთან უნდა გაევლო. ახალგაზრდასთვის ეს დიდი დარტყმა იყო. სეზარს რთულ პერიოდში პირადად ესტუმრა "თეთრების" ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

    სიძლიერე და თამაშის სტილი

    სეზარ ჟელაბერტი მემარჯვენე ნახევარმცველია. მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მრავალფეროვნებაა. ნიჭიერი ფეხბურთელი ყველაზე ეფექტური ცენტრშია, თუმცა მას შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შესანიშნავად თამაში შეუძლია.

    ახალგაზრდა მოთამაშე ტექნიკის მხრივაც გამორჩეულია. ის ბურთით ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურება. მას შეუძლია, მეტოქეს გვერდი ადვილად აუაროს. აღსანიშნავია სეზარის გამთამაშებლური ნიჭიც - ესპანელს შეუძლია, დროულად გააკეთოს ბოლო პასი და თავადაც დაასრულოს შეტევა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    jigliga Culé [?]

    9 აპრილი 2020 06:50

    ციტატა: Alien messi
    რეალიდან არავინ გვინდა ფეხბურთელი რომელიც ან ბარსას გაცვლის რეალში ან პირიქით ერთი დიდი სამი ასოა

    ანუ ლოპეტეგი რონალდო სავიოლა ლაუდრუპი ეტო და ენრქიკე ყ** ბი არიან? :D

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    8 აპრილი 2020 22:14

    ჯერ ერთი არ გვჭრდება მერე კიდე პერესი არ მოგვყიდის სულ რო ვერ ითამაშოს ამან რეალში

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Alien messi ფანი [?]

    8 აპრილი 2020 21:54

    რეალიდან არავინ გვინდა ფეხბურთელი რომელიც ან ბარსას გაცვლის რეალში ან პირიქით ერთი დიდი სამი ასოა

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge