“ბარსა“ ემერსონის შესაძენად მზადაა

“ბარსა“ ემერსონის შესაძენად მზადაა

მადრიდული გამოცემის, Diario AS-ის, ცნობით, "ბარსა" "ბეტისის" მცველის, ემერსონის, დამატებას მოსალოდნელზე ადრე გეგმავს.

ფასის მიუხედავად, ემერსონის "კამ ნოუზე" დაბრუნებას კლუბი ამავე ზაფხულს აპირებს.

კატალონიელებისთვის ჯერჯერობით მხოლოდ სატრანსფერო თანხაა გასარკვევი. 2021 წელს ბრაზილიელის მოსვლა 6 მილიონ ევროდ იყო მოსალოდნელი, თუმცა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე აღნიშნული ფასი დიდი ალბათობით გაორმაგდება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" და "ბეტისი" ემერსონის თანამესაკუთრეები არიან, მათ ფეხბურთელი 2019 წლის ივლისში, "ატლეტიკო მინეიროდან", 12 მილიონ ევროიანი შეთანხმებით იყიდეს.

ემერსონის დაბრუნების შემთხვევაში, ნელსონ სემედუს წასვლა გარდაუვალი იქნება. პორტუგალიელის წასვლის შესახებ ჭორები შემოდგომიდან ვრცელდება. Diario Sport-ის ცნობით, სემედუ, შესაძლოა, ლაუტაროს გადმოსაბირებლად ტრანსფერსში ჩართონ.

ემერსონმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 5 ასისტი შეასრულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    dima359
    სტუმარი [?]
    #3 8 აპრილი 2020 22:55
    1
    ჩემი აზრით ამ ეტაპზე სემედუ ემერსონსაც სჯობს, რობერტოსაც და მხოლოდ 2-3 კაცს ჩამოუვარდება მსოფლიოში... შეიძლება რობერტო ცენტრში ათამაშონ ვიდალის ან რაკიტიჩის ნაცვლად (ან ერთი წავა ან ირივე, მომავალ სეზონამდე) ხოდა დატოვონ სემედუ და ენერსონი მარჯვენა მცველად, ირივე გაძლიერდება ჯანსაღ კონკურენციაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 აპრილი 2020 22:11
    1
    ჩვენივე ფეხბუდთელს ვყიდულობთ?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 8 აპრილი 2020 21:51
    3
    წელს ფეხბურთი ბარსაში ხუთმა კაცმა ითამაშა მესის სუამ შტეგომ არტურმა და სემედუმ ამათგან ყველა უნდა დარჩეს გუნდში აუცილებლად სემედუს გაშვება არ შეილება არც ლაუტაროს და არც ნეიმარის გამო!!!