Sport: ვილიანმა "ბარსელონას" საკუთარი თავი შესთავაზა

Sport: ვილიანმა "ბარსელონას" საკუთარი თავი შესთავაზა

Diario Sport-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა შემტევმა, ვილიანმა "ბარსელონას" საკუთარი თავი შესთავაზა.

ცნობილია, რომ კატალონიელებს სხვა გეგმები აქვთ, ამიტომაც 31 წლის ვარსკვლავი უარით გაისტუმრეს. "ბლაუგრნა" შეტევის გაძლიერებას ახალგაზრდა ფეხბურთელებით აპირებს.

გარდა ამისა, წყარო დასძენს, რომ "ბარსა" ბრაზილიელი მოთამაშის პირობებმაც, რომელიც 3-წლიან კონტრაქტსა და მაღალ ხელფასს ითხოვს, არ დააკმაყოფილა.

ვილიანით "ტოტენჰემი" და "პარი სენ-ჟერმენიც" ინტერესდებიან, მაგრამ, თუ "ბარსელონა" პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნეებს ვერ გაიფორმებს, ის, შესაძლოა, მაინც კატალონიაში აღმოჩნდეს.

ამ სეზონში, "ლურჯების" რიგებში, ვილიანმა 37 მატჩში 7 გოლი და 6 ასისტი მიითვალა. ბრაზილიელს როგორც შემტევ ნახევარმცველად, ისე მარცხენა და მარჯვენა გარემარბად თამაში შეუძლია. Transfermarkt-ი 31 წლის შემტევს 28 მილიონ ევროდ აფასებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 აპრილი 2020 01:27
    0
    ხვალ დაწერენ, რომ ეს ჭორია და ვიღაცამ მოიგონა.

    ციტატა: nika 54
    "ბლაუგარნა"?
    ეს გუნდის სახელი მაინც დაწერეთ უშეცდომოთ, დღეში ასჯერ ხმარობთ. და თუ ასე რთულია უბრალოდ ბარსა დაწერეთ იქნებ არ შეგეშალოთ.

    შენც შეცდომით დაწერე, "ბლაუგარნა" კი არა "ბლაუგრნა" წერია. 😆
    გულშემატკივარი [?]
    #4 8 აპრილი 2020 19:07
    2
    ციტატა: Iniesta_8
    არაა საჭირო ბებრებით გუნდის გატენვა,აქეთ გასაშვებია პიკე რაკიტიჩი ვიდალი და ბესკვერცხი( ბუსი და პიკე მაქსიმუმ 2 წლით შეგვიძლია დავიტოვოთ სკამზე თუ დაჯდებიან) და მოსაყვანია ახალგაზრდა და ტიტულებზე დაგეშილი ფეხბურთელები. ალბასაც რომ მოიყვანონ კონკურენტი არ იქნება ურიგო ოღონდ დინის და ფირპოსნაირი არა

    პიკე და ბუსკეცია გასაშვები? სუ რო არაფერი აკეთონ გუნდიდან არ უნდა გაუშვან ეგენი))) კარიერა ბარსაში უნდა დაასრულონ! მითუმეტეს ბუსმა, რომელიც ბარსას იქით არ ყოფილა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 აპრილი 2020 17:08
    2
    აღრაა საჭირო ეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 8 აპრილი 2020 16:39
    1
    არაა საჭირო ბებრებით გუნდის გატენვა,აქეთ გასაშვებია პიკე რაკიტიჩი ვიდალი და ბესკვერცხი( ბუსი და პიკე მაქსიმუმ 2 წლით შეგვიძლია დავიტოვოთ სკამზე თუ დაჯდებიან) და მოსაყვანია ახალგაზრდა და ტიტულებზე დაგეშილი ფეხბურთელები. ალბასაც რომ მოიყვანონ კონკურენტი არ იქნება ურიგო ოღონდ დინის და ფირპოსნაირი არა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 აპრილი 2020 16:37
    3
    "ბლაუგარნა"?
    ეს გუნდის სახელი მაინც დაწერეთ უშეცდომოთ, დღეში ასჯერ ხმარობთ. და თუ ასე რთულია უბრალოდ ბარსა დაწერეთ იქნებ არ შეგეშალოთ.