სამუელ ეტო'ო მადრიდის "რეალზე", გვარდიოლასა და რაიკაარდზე

სამუელ ეტო'ო მადრიდის "რეალზე", გვარდიოლასა და რაიკაარდზე

"ბარსელონას" ლეგენდა, სამუელ ეტო’ო, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელია. უძველესი კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელმა, ისაუბრა იმ თემებზე, რომლებმაც მის კარიერაზე გავლენა იქონია.

ურთიერთობა ლუის არაგონესთან 

ეტო'ოსა და არაგონესის ურთიერთობა 2000/01 წლების სეზონში დაიწყო. მაშინ, კამერუნელი ჯერ კიდევ 19 წლის იყო და ესპანელი სპეციალისტისგან უმნიშვნელოვანესი გაკვეთილები მიიღო.

"მალიორკასა" და "სარაგოსას" შეხვედრის მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა არაგონესმა ეტო'ო შეცვალა. კამერუნელმა უკმაყოფილება ღიად გამოხატა, მან არაგონესის მისამართით გადააფურთხა და წყლით სავსე ბოთლს ფეხი დაარტყა. არაგონესმაც ემოციურად უპასუხა, ძლიერად ჩაავლო ხელი მაისურში და უთხრა: "ჩემთან ასე მოქცევა არ შეიძლება, გასაგებია?"

მას მერე, კამერუნელი არაგონესს ხშირად იხსენებდა და მათ დამოკიდბულებას აღწერდა როგორც მამისა და შვილის ურთიერთობას.

"ბარსელონაში" გადასვლა

ეტო'ო ბარსელონაში 2004 წლის 12 აგვისტოს გადაბარგდა. პრეზენტაციისას ჟოან ლაპორტას გვერდით იდგა და თავს ბედნიერად გრძნობდა. საპნის ოპერის დასასრულს ზუსტად იქ აღმოჩნდა, სადაც სურდა, რომ კარიერა გაეგრძელებინა. მის შესაძენად მადრიდის "რეალიც" იბრძოდა, მაგრამ ეტო'ომ სხვაგვარად ისურვა და კომენტარიც გააკეთა: "რეალში მილიარდი ევროს სანაცვლოდაც არ გადავიდოდი, რადგან იქ ბედნიერი ვერ ვიქნები."

"მე არ ვარ ბიჭი, რომელიც 50 გოლს დაგპირდებათ სეზონში, მაგრამ შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველა თამაშში საკუთარ მაქსიმუმს გავაკეთებ". 

ეტო'ომ ლა ლიგა პირველივე სეზონში მოიგო, საჩემპიონო გოლი სწორედ მის ანგარიშზეა, "ბარსელონამ" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აღმართა თასი და ეიფორიაში მყოფმა კამერუნელმა, ორიოდე ტკბილი სიტყვით, მადრიდელები მოიკითხა.

დაეჭვება მის პროფესიონალიზმში

2007 წელს, "ბარსელონასა" და "რასინგის" შეხვედრაში, სათადარიგოთა სკამზე მცირე ინციდენტი მოხდა. პრესაში გავრცელდა ხმები, რომ სამუელ ეტო'ომ, ბოლო წუთებზე, მოედანზე შესვლა იუარა.

მოგვიანებით ეტო'ომ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ კრიტიკოსებისთვის დრო არ ჰქონდა.
"თუ ვინმეს "კვერცხები" ეყოფა იმისთვის, რომ არაპროფესიონალი პირისპირ მიწოდოს, მაცნობეთ ამის შესახებ. რაიკაარდი ცუდი ადამიანია, მას პრესა გასახდელში შემოყავს, ცუდი ადამიანია ყველა, ვინც პრესასთან იტყვის, რომ ეტო'ოს თამაში არ უნდა".

გვარდიოლას ეპოქა

როდესაც გვარდიოლა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდა, ლიდერები გუნდიდან გაუშვა, რონალდინიოსთან და დეკოსთან ერთად ეტო'ოს გაშვებაც სურდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და თავად კამერუნელსაც არაფრით არ სურდა კლუბის დატოვება.

საბოლოოდ ყველაფერი საუკეთესოდ დასრულდა, "ბარსამ" ყველაფერი მოიგო და ამაში უდიდესი დამსახურება ეტო'ოსაც მიუძღვის.

"გვარდიოლას ვუთხარი, რომ ბოდიში მოეხადა. მე ვიყავი ის ფეხბურთელი, რომელმაც კლუბს გამარჯვებულის მენტალიტეტი შესძინა და არა მესი. "ბარსა" ტიტულებამდე მე მივიყვანე და გვარდიოლას პატიება უნდა ეთხოვა". 

ბრძოლა რასიზმთან

"მე არ ვითამაშებ" - ეს სიტყვები ეტო'ომ მას შემდეგ თქვა, რაც "სარაგოსაში" რასიზმის მსხვერპლი გახდა. ის დაიღალა მსგავსი გამოხტომებით, ყველაფრი კი მისი გოლიდან დაიწყო, ერთი წლით ადრე, როდესაც ამავე სტადიონზე გორილასავით აღნიშნა.

ის იყო ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი, რომელმაც რასიზმის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა.

როლინგ სთოუნზის გარეკანზე 

მოულოდნელად სამუელ ეტო'ო როლინგ სთოუნზის გარეკანზე, წელს ზემოთ მოშიშვლებული გამოჩნდა. ფოტო იმ ინტერვიუსთვის გადაიღეს, რომელიც მოგვიანებით ამავე ჟურნალში გამოქვეყნდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #2 8 აპრილი 2020 16:17
    3
    სუსოზე წინ მაინც ვერ დავაყენებ მარა სამეულში ორივე შედის. ძველებს ვერ გავიხსენებ და რონალდოს არ ვთვლი ჩვენი ისტორიის ნაწილად მიუხედავად იმისა რო მესიზე არანაკლებ ისტორიას დაწერდა რო არ გაეშვათ. კლუივერტი მევასებოდა სასწაულად მარა ეტოო გენია იყო. მიხარია რო ბარსას ისტორიაში მინიმუმ 15 საუკეთესო მოთამაშე მაინც ვნახე
    Fati
    სტუმარი [?]
    #1 8 აპრილი 2020 13:35
    5
    ჩემი სუარესისადმი დიდი პატივისცემისდამიუხედავად მე რაც ამ კლუბის ქომაქ გავხდი იმ დღიდან დღემდე ასეთი მებრძოლი 9ნომერი არ გვყოლია. დიდი შეცდომა იყო ეტოს ზლატანში გაცვლა თან სოლიდური თანხის დამატებით.❤️❤️