"ბარსელონელები" და "ქაღალდის სახლი"

"ბარსელონელები" და "ქაღალდის სახლი"

პოპულარული ესპანური სერიალი La Casa de Papel-ის, ქართულად ცნობილი, როგორც "ქაღალდის სახლის" მსახიობმა, დარკო პერიჩმა, იგივე "ჰელსინკიმ", რომელიც "ბარსელონას" დიდი თაყვანისმცემელია, "ბლაუგრანაზე" ისაუბრა და კატალონიური კლუბის ფეხბურთელები სერიალის პერსონაჟებთან გააიგივა.

"ივან რაკიტიჩს, ანტუან გრიზმანსა და უსმან დემბელეს პირადად ვიცნობ. არტურო ვიდალს შევხვედრივარ. მე და ივანმა ერთი და იმავე ენაზე ვისაუბრეთ, თუმცა ის ხორვატია, მე კი სერბი ვარ.

"კამპ ნოუზე" მიმდინარე სეზონში "ბარსა"-"დორტმუნდის" თამაშს დავესწარი. ამ სტადიონზე მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი. იქ დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი. "ნაპოლისთან" მატჩზე დასწრებას ვაპირებდი.

ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა და "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში იმყოფება.

ლიონელ მესი "პრფესორი" იქნებოდა, რადგან ლეო, მის მსგავსად, წყნარია. ანტუან გრიზმანი "დენვერი" იქნებოდა, ლუის სუარესი - "ტოკიო", ივან რაკიტიჩი - "ბერლინი", ჟერარ პიკე - "ჰელსინკი". არტურო ვიდალი, გარეგნობის გამო, ვფიქრობ, ბანდას შესანიშნავად მოერგებოდა", - ციტირებს დარკო პერიჩის სიტყვებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ოფიციალური ვებგვერდი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 8 აპრილი 2020 13:02
    0
    ციტატა: geobcn33
    ციტატა: Don_Andresito
    და ჟოაო იქნებოდა ნეიმარი :D ისე ერთი არტურო მაგათაც ყავთ სერიალში :D ჩვენ ორი გვყავს :D და მესი თუ პროფესორია მაშინ რეალი რაკელ მურილიო გამოდის იმიტო რო პროფესორი ხერხავს :D

    საღოლ😂😂😂😂🤘🤘 რაკელი მხოლოდ ერთი მხრივ😂😂❤️

    საღოლ ძმა ჩაგეთვალა
    ფანი [?]
    #3 8 აპრილი 2020 07:14
    1
    ციტატა: Don_Andresito
    და ჟოაო იქნებოდა ნეიმარი :D ისე ერთი არტურო მაგათაც ყავთ სერიალში :D ჩვენ ორი გვყავს :D და მესი თუ პროფესორია მაშინ რეალი რაკელ მურილიო გამოდის იმიტო რო პროფესორი ხერხავს :D

    საღოლ😂😂😂😂🤘🤘 რაკელი მხოლოდ ერთი მხრივ😂😂❤️
    [?]
    #2 8 აპრილი 2020 01:58
    12
    და ჟოაო იქნებოდა ნეიმარი :D ისე ერთი არტურო მაგათაც ყავთ სერიალში :D ჩვენ ორი გვყავს :D და მესი თუ პროფესორია მაშინ რეალი რაკელ მურილიო გამოდის იმიტო რო პროფესორი ხერხავს :D
    გულშემატკივარი [?]
    #1 8 აპრილი 2020 01:16
    6
    კიკე სეტიენი სიერა იქნებოდა ბართომეუ კი განდია ვინც უყურებს მიხვდება