"ბარსელონა" "რეალის" ტალანტით დაინტერესდა

"ბარსელონა" "რეალის" ტალანტით დაინტერესდა

"ბარსელონამ" თვალი მადრიდის "რეალის" 19 წლის შემტევ ნახევარმცველს, სეზარ ჟელაბერტს დაადგა. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.

სეზარ ჟელაბერტი ამჟამად "ბლანკოსის" სარეზერვო გუნდში თამაშობს. მადრიდელი ჟურნალისტების ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენით დაინტერესდა "ბარსელონა", რომელიც ესპანელ მოთამაშეს 2015 წლიდან აკვირდება, იმ დროიდან, როდესაც ის ჯერ კიდევ "ერკულესში" ირიცხებოდა.

იგივე წყარო იტყობინება, რომ "რეალის" ამომავალი ვარსკვლავის შეძენის სურვილს "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი", "ლიონი", "დორტმუნდი", "სარაგოსა" და "ვალიადოლიდიც" გამოთქვამენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნიჭიერი შუახაზელისთვის ბრძოლაში ფავორიტი ლონდონური კლუბია.

სეზარ ჟელაბერტს მადრიდულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წელს ეწურება. "თეთრები" ესპანელ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ჩქარობენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 8 აპრილი 2020 07:17
    1
    არა ისე დაკვირვება მაგრად ვიცით რა😂😂😂😂
    [?]
    #3 8 აპრილი 2020 03:28
    3
    სულ რო ნაგავი იყოს ნა პრინციპ არ მოგცემს პერესი. ვაი და ოდესმე დადგა ეტოოსავით კაი იგროკი სულ იმას იტყვიან პერესმა დაკარგაო და ჩმორთუმეუსგან განსხვავებით იმ კაცს თავმოყვარეობა აქვს, მსგავს რამეს არავის ათქმევინებს. რეალის ამ ლიგების მთავარი შემოქმედი იყო არანაირი რონალდო და რამოსი. მსაჯების "უნებლიე" შეცდომებიც კი პერესის ანგარიშზეა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 აპრილი 2020 02:12
    5
    კი ლანგრით მოგვართმევს პერრსი ხვალვე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #1 8 აპრილი 2020 00:02
    4
    ისე ამ ბარსელონამაც რო დაიწყოს ეს რეალის ფეხბურთელების გადაბირება მითუმეტეს თუ ახალგაზრდაა