რა ნომერს მოირგებს ლაუტარო "ბარსელონაში" გადმოსვლის შემთხვევაში

  • 8-04-2020, 00:43
  • რა ნომერს მოირგებს ლაუტარო "ბარსელონაში" გადმოსვლის შემთხვევაში

    კატალონიის "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლაუტარო მარტინესის შეძენას ეცდება.

    არგენტინელი შემტევი 2018 წელს მილანის "ინტერს" შეუერთდა და 10-ნომრიანი მაისური მოირგო. "ბარსელონაში" გადასვლის შემთხვევაში, ფეხბურთელს სხვა ნომრის არჩევა მოუწევს.

    22 წლის ვარსკვლავი სანაკრებო დებიუტზე 22 ნომერით გამოჩნდა. "ბლაუგრანაში" ამჟამად აღნიშნულ მაისურს არტურო ვიდალი ატარებს. Calciomercato ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ბარსა" ჩილელი ნახევარმცველის გაყიდვას აპირებს, შესაბამისად, ლაუტაროს შანსი მიეცემა.

    მალკომის წასვლის შემდეგ, "ბლაუგრანას" 14-ნომრიანი მაისური თავისუფალია. ასევე ვაკანტურია 7 ნომერიც, რომლის მფლობელი ამჟამად იჯარის წესით "ბაიერნში" იმყოფება. ბრაზილიელის წასვლის შემთხვევაში, 7-იანისათვის ბრძოლაში ლაუტაროსთან ერთად, ანტუან გრიზმანიც ჩაერთვება.

    მარტინესს "ლურჯ-ბროწეულისფერები" ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავენ. როდესაც ურუგვაელი შემტევი კლუბს დატოვებს, 9-ნომრიან მაისურს სწორედ ლაუტარო მოირგებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    8 აპრილი 2020 14:09

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ვისი პასით გაიტანს პირველ გოლს ეგეც დადეთ😂😂😂😂

    ან ვის უპასებს.

    0
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    8 აპრილი 2020 11:23

    ვისი პასით გაიტანს პირველ გოლს ეგეც დადეთ😂😂😂😂

    0
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    საიტზეა
    ousmane dembele 11 წევრი [?]

    8 აპრილი 2020 08:54

    ალბათ 17ს აიღებს.7გრიზმანი იქნება

    1
    გასულია
    geobcn33 წევრი [?]

    8 აპრილი 2020 07:16

    ციტატა: frenkie dejong21
    მოარგეს უკვე ნომერი 😂
    სადებიუტო გოლიც ხოარ გაუტანია უკვე ?

    😂😂😂😂

    4
    გასულია
    Don_Andresito [?]

    8 აპრილი 2020 03:26

    ციტატა: frenkie dejong21
    მოარგეს უკვე ნომერი 😂
    სადებიუტო გოლიც ხოარ გაუტანია უკვე ?

    კი კადისს გაუტანს :D კადისი გადმოვა ლა ლიგაში :D ოღონთ სადებიუტო გოლი კაი მეათე ტურში იქნება პაკოსავით :D:D

    4
    გასულია
    frenkie dejong21 ფანი [?]

    8 აპრილი 2020 02:58

    მოარგეს უკვე ნომერი 😂
    სადებიუტო გოლიც ხოარ გაუტანია უკვე ?

    5
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    8 აპრილი 2020 02:12

    ჯერ მოვიდეს(იმედია არ მოვა) და ოპლა მერე დაიძახეთ

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    8 აპრილი 2020 01:35

    22 ნომერი

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge