რადომირ ანტიჩის 6 თვე "ბარსელონაში"

  • 6-04-2020, 23:44
  • რადომირ ანტიჩის 6 თვე "ბარსელონაში"

    რადომირ ანტიჩი დღეს, მადრიდში, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მადრიდის "ატლეტიკომ", სადაც ანტიჩმა 1996 წელს ჩემპიონატისა და თასის მოგებით დუბლი შეასრულა, ეს სევდიანი ინფორმაცია დაადასტურა. სერბი სპეციალისტი, პირველ რიგში, "ატლეტიკოს" სახელით შევა ისტორიაში, თუმცა მას ასევე მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ჰყავს გაწვრთნილი.

    ანტიჩი "ბარსაში" 2003 წლის თებერვლის დასაწყისში მივიდა, მან ლუი ვან გაალი შეცვალა. იმ დროისთვის "ბარსა" ლა ლიგაში მე-15 პოზიციაზე იმყოფებოდა და ჩემპიონთა ლიგაზეც მონაწილეობდა.

    ანტიჩმა "ბარსელონასთან" ერთად 24 ოფიციალურ შეხვედრაში 12 გამარჯვება, 8 ფრე და 4 მარცხი დააფიქსირა. მიუხედავად გატარებული მცირე პერიოდისა, მან გუნდის უეფას თასზე გაყვანა მაინც მოახერხა. ის სეზონი კატალონიურმა კლუბმა მეექვსე პოზიციაზე დაასრულა. ჩემპიონთა ლიგიდან "ბარსა" მეოთხედფინალში "იუვენტუსთან" გამოვარდა. დაძაბულ მატჩში, "კამპ ნოუზე" , დამატებით დროში, მარსელო სალაიეტას გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

    ჟოან ლაპორტას "ბლაუგრანას" პრეზიდენტის პოსტზე მოსვლამ, ანტიჩის კატალონიური სამწვრთნელო პერიოდი დაასრულა. მის შემცვლელად გუნდში ფრანკ რაიკაარდი მოვიდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    gio575 ფანი [?]

    7 აპრილი 2020 00:34

    როგორ მახსოვს ეგ პერიოდი... ანტიჩმა გუნდი აშკარად ფერზე მოიყვანა. ვანგალის შემდეგ შედეგები გაუმჯობესდა და მაგრამ მინდოდა რომ დარჩენილიყო გუნდში...

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge