ზუსტად 10 წლის წინ - ლიონელ მესის პირველი პოკერი

  • 6-04-2020, 23:50
  • ზუსტად 10 წლის წინ - ლიონელ მესის პირველი პოკერი

    ზუსტად 10 წლის წინ, 2010 წლის 6 აპრილს, "ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში "არსენალთან" არაამქვეყნიური თამაში აჩვენა, გაიტანა რა 4 ბრწყინვალე გოლი და მისი გუნდი ტურნირის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

    "მეთოფეებსა" და "ბარსელონას" შორის ლონდონში გამართული პირველი შეხვედრა "ემირეითსზე" ფრედ (2:2) დასრულდა. ყველაფერი "კამპ ნოუზე" უნდა გარკვეულიყო.

    ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით თამაშში, რომელიც კატალონიელებმა 4:1 მოიგეს, ანგარიში მე-18 წუთზე ლონდონელთა თავდამსხმელმა, ნიკლას ბენდტნერმა გახსნა, თუმცა ზუსტად 3 წუთში ლეო მესიმ წონასწორობა აღადგინა. არგენტინელმა ვარსკლავმა 37-ე და 42-ე წუთებზე მანუელ ალმუნიას კარი კიდევ 2-ჯერ აიღო. პირველი ტაიმის შემდეგ "ბლაუგრანას" შემტევის აქტივში უკვე ჰეთ თრიქი იყო. მატჩის მეორე ნახევარი უბრალო ფორმალობა უნდა ყოფილიყო, თუმცა 32 წლის ფეხბურთელმა მე-4 ბურთიც გაიტანა და კარიერაში პირველი პოკერი შეასრულა.

    "არსენალის" მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, შეხვედრის შემდეგ აღფრთოვანება ვერ დამალა და განაცხადა: "მესი PlayStation-ის მოთამაშეს ჰგავს. ვფიქრობ, მას შეუძლია, თითოეული შეცდომა გამოიყენოს. "ბარსელონა" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ კატალონიელებს ჰყავთ ლეო, რომელსაც თამაშში სხვაობის შექმნა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. წავაგეთ ჩვენზე უკეთეს კლუბთან, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს. მან შეუძლებელი შესაძლებელი გახადა. მას რაღაც განსაკუთრებული აქვს. ის შეუჩერებელია."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    7 აპრილი 2020 12:06

    ეს მატჩი კიდევ იმითი მახსოვს, რომ ანგარიში 4:1 დამესიზმრა, მაგრამ სიზმარს არ ვენდე ბოლომდე და 20 ლარის მეტი არ დავდე ანგარიშის გამოცნობაზე, რაც მერე ვინანე მაგრამ...

    2
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    7 აპრილი 2020 10:40

    ეეჰ,ახლა 8 ლიგა მაინც უნდა გვქონდეს, სამწუხაროდ ვერ შეძლო ბარსამ მესის პოტენციალის სრული გამოყენება.

    4
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    7 აპრილი 2020 01:09

    ციტატა: Fati
    სანჩოზე იწერება და რა აზრის ხართ ამ ტრანსფერზე? მე ვფიქრობ რო არჩევანის საშუალება რომიყოს მე სანჩოს ავირჩევდი.მიუხედავად იმისა რო ნეიმარი ნეიმარია მაგრამ მომავალზე ფიქრი არი საჭირო.

    დაუფიქრებლად სანჩო უნდა აირჩიონ უკლასნესი ბიჭია

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Fati წევრი [?]

    7 აპრილი 2020 00:28

    სანჩოზე იწერება და რა აზრის ხართ ამ ტრანსფერზე? მე ვფიქრობ რო არჩევანის საშუალება რომიყოს მე სანჩოს ავირჩევდი.მიუხედავად იმისა რო ნეიმარი ნეიმარია მაგრამ მომავალზე ფიქრი არი საჭირო.

    6
    გასულია
    Tsitsi რედაქტორი [?]

    7 აპრილი 2020 00:22

    2 წლის შემდეგ კი პენტა-თრიქიც! მართლაც ყველა დროის საუკეთესო!..

    7
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    7 აპრილი 2020 00:18

    თან როგორი პოკერი დაამხო არსენალკ

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge