სეზონის ფინიშის ხრისტო სტოიჩკოვისეული სცენარი

სეზონის ფინიშის ხრისტო სტოიჩკოვისეული სცენარი

"ბლაუგრანას" ლეგენდამ ლა ლიგას სეზონის ნაადრევად დასრულება და "ბარსელონას" ჩემპიონად გამოცხადება შესთავაზა.

"სამართლიანი იქნება, თუ ლა ლიგა ჩატარებული მატჩების შედეგების მიხედვით დასრულდება" - განუცხადა ბულგარელმა Mundo Deportivo-ს.

რაც შეეხება გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს, მან მათ მიმართ დამაიმედებელი კომენტარი გააკეთა:

"ლიგამ ყვეელაფერი ისე უნდა დატოვოს, როგორც არის და არც ერთი გუნდი არ უნდა გავარდეს, მეორე დივიზიონის ორი გუნდი დაწინაურდება და 22 გუნდიანი სეზონი გვექნება."

თუ სამართლიანობის მხრივ განვიხილავთ, სტოიჩკოვის სცენარი სეგუნდა დივიზიონის იმ გუნდებისთვის, რომელთაც პრიმერაში დაწინაურების შანსი კვლავ აქვთ, მიუღებელია.

ეს ვერსია პრემიერ ლიგასა და ბუნდესლიგაში განიხილეს, მას შემდეგ, რაც სეზონი დროებით გადაიდო. საფეხბურთო საზოგადოების აზრით, აღნიშნული სცენარი შესაძლოა ლა ლიგაშიც განიხილონ.

მაგალითისთვის, ბელგიაში, სადაც ერთი ტური ისევ დარჩენილი იყო, "ბრიუგე" ჩემპიონად მაინც გამოაცხადეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ გუნდს მეორე ადგილზე მყოფ "გენტთან" 15-ქულიანი სხვაობის გამო ეს სტატუსი უკვე განაღდებული ჰქონდა.

"ბარსა", ამჟამად, ლა ლიგის სათავეში იმყოფება. გუნდს ჩატარებული 27 მატჩიდან 58 ქულა აქვს მოპოვებული და მის მდევარს, მადრიდის "რეალს", ორი ქულით უსწრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 აპრილი 2020 14:01
    0
    იყოს ჯანდაბას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 აპრილი 2020 00:06
    0
    ვეთანხმები