რუშთუ რეჩბერმა კორონავირუსი დაამარცხა

  • 6-04-2020, 22:06
  • რუშთუ რეჩბერმა კორონავირუსი დაამარცხა

    კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მეკარე, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, გამოჯანმრთელებულია.

    ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფეხბურთელის მეუღლე Instagram-ის საშაულებით ავრცელებს.

    "11 დღიანი რთული პერიოდის შემდეგ, ჩემი ქმარი გამოჯანმრთელდა" - წერს ისილ რეჩბერი.

    ცნობილია, რომ 46 წლის თურქს COVID-19 სწორედ ისილმა გადასდო, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

    რუშთუ "ბლაუგრანას" 2003 წელს შეუერთდა, თუმცა ტრავმამ არ მისცა საშუალება, პირველ გუნდში ფეხი მოეკიდებინა. რეჩბერმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    7 აპრილი 2020 00:07

    ეს ერთი და სხვა მრავალი

    4
    გასულია
    kingarturo ფანი [?]

    6 აპრილი 2020 22:13

    ყველა გამოაჯანმრთელოს უფალმა, იმიდია მალე გადაივლის ეს საშინელება და კვლავ დაუბრუნდება ყველაფერი ჩვეულ რიტმს.

    7
    პარტნიორები
    Flashscore.ge