ბენიკ აფობე ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს

ბენიკ აფობე ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს

"ბრისტოლის" თავდასხმელმა, ბენიკ აფობემ ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა.

"მესი თუ რონალდუ? პორტუგალიელს ვირჩევ, რადგან მან წარმატებას თავდაუზოგავი შრომით მიაღწია.

გვესმის, რომ რონალდუ ვარჯიშზე პირველი ცხადდება და სახლში ბოლო მიდის. კრიშტიანუმ თავისი საუკეთესოობა იქამდე ირწმუნა, სანამ ჩვენ გვაჩვენებდა. მან შესაძლებლობების მაქსიმუმი პრემიერ ლიგაში, ლა ლიგასა და სერია A-ში დაგვანახა.

ღვთის მიერ ბოძებული ნიჭით, ვფიქრობ, მესი ყველაზე მაღლა დგას. მისი ხილვა უბრალოდ საოცარია. ლეო და კრიშტიანუ ნამდვილად მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არიან", - აცხადებს აფობე "ბრისტოლ სიტის" ოფიციალურ Twitter-ის გვერდთან საუბარში.

27 წლის კონგოელი ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიფში ასპარეზობს. ამ სეზონში მან 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 აპრილი 2020 00:04
    1
    რა ქინძია! ვინ უთხრა რომმესი არ შრომობდა. რონალდუზე მეტს გაუძლოდა მეტი გადაიტანა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 აპრილი 2020 23:22
    4
    "პორტუგალიელს ვირჩევ, რადგან მან წარმატებას თავდაუზოგავი შრომით მიაღწია."

    მესიმ ტახტზე წოლით მიაღწია ყველაფერს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued