Marca: "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ "ინტერი" ლეო მესის ვერ გაიფორმებს

Marca: "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ "ინტერი" ლეო მესის ვერ გაიფორმებს

Marca-ს ცნობით, "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესის დაკარგვისა და, მით უმეტეს, მისი "ინტერში" გადაბარგების შანსი არ არსებობს. 

საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ "ნერაძურის" ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ Anch'io Sport-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბს არგენტინელი შემტევის გაფორმება შეუძლია.

"ლა პულგას" "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა კატალონიელები ახალ ხელშეკრულებაზე უკვე მუშაობენ. 

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონასა" და "ინტერს" შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მართლაც გაიმართოს, თუმცა ლაუტარო მარტინესის თაობაზე. 22 წლის ფეხბურთელის შეძენა "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" პრიორიტეტულია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 აპრილი 2020 23:58
    1
    გაიფორმებს, გაიფორმებს ... სიზმარშიიი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 აპრილი 2020 23:14
    1
    ინტერი ისე იყიდის მესის როგორც მე მარსზე ბინას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 აპრილი 2020 22:29
    1
    თითო მილიონს უროთი დასდევს ინტერი და მესის მყიდველები არიან ესენი? 😃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 აპრილი 2020 20:02
    3
    სად უნდა გადავიდეს, გინდათ საერთოდ მოასპოს რონალდუ, არ ეყო რაც ესპანეთში აწამა.