Sport: "ბარსელონა" ალესიო რომანიოლით ინტერესდება

Sport: "ბარსელონა" ალესიო რომანიოლით ინტერესდება

"ბარსელონა" მომდევნო სეზონისთვის ახალ ცაცია ცენტრალურ მცველს ეძებს, Sport-ის თქმით კი, ერთ-ერთი კანდიდატი, "მილანის" კაპიტანი, ალესიო რომანიოლია.

"ბარსა" ერთადერთი არაა, რომელიც რომანიოლისთან ხელშეკრულების გაფორმებაზე ფიქრობს. იტალიელის მიმართ ინტერესს, აგრეთვე, "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენენ. თავის მხრივ, "მილანიც" ცდილობს 25 წლის კაპიტანს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.

თუმცა რომანიოლის გადმოსვლას სატრანსფერო ღირებულება ართულებს. იგი, დაახლოებით, 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული. თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს პრესაში გავრცელებული ინფორმაციას "მილანის" მხრიდან რაფინიასა და რაკიტიჩის ტრანსფერით დაინტერესების შესახებ, არაა გამორიცხული ფეხბურთელთა გაცვლაც ვიხილოთ. კატალონიური გამოცემის თქმით კი, ჯერ-ჯერობით ოფიციალური მოლაპარაკებები დაწყებული არ არის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 5 აპრილი 2020 15:36
    1
    ან ეს ან უპამეკანო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #8 5 აპრილი 2020 15:00
    1
    ეს ძაან კარგი ინფოა და იმედია სერიოზულად მოეკიდება ბარსა ამ თემას, რომანიოლი დღესდღეობით სამ მომავლის მცველში შედის პირველი თუ არაა, ფარჩაკ მილანში ძაან ცოდოა ტოო, როგორც მცველი იდეალურია ყველა კომპონენტში და ძლიერ გუნდში სერიოზულ შედეგს დადებს.
    ფანი [?]
    #7 5 აპრილი 2020 13:29
    5
    უკამეკანოსაც აღემატება, შკრინიარისაც
    Gruzini
    სტუმარი [?]
    #6 5 აპრილი 2020 12:28
    4
    ციტატა: Iniesta_8
    არამგონია მილანი მიატოვოს თორე 50მილიონად ამაში კარგი არავინაა

    თუ ჭკუა აქ და განვითარება სურს მაშინ უნდა მიატოვოს.
    Culé [?]
    #5 5 აპრილი 2020 12:23
    4
    არამგონია მილანი მიატოვოს თორე 50მილიონად ამაში კარგი არავინაა
    God
    სტუმარი [?]
    #4 5 აპრილი 2020 11:56
    7
    გეთანხმებით, ვინც უყურებს მილანის თამაშებს საცოდაობაა ამ ბიჭის მან ყოფნა. უკვე წლებია ბევრად ძლიერ გუნდს იმსახურებს. დიდი გუნდი არ დამიწერია იმიტო რო მილანზე დიდი მხოლოდ ბარსა რეალი შეიძლება იყოს, ძლიერ გუნდი სჯობს.
    Catenaccio
    სტუმარი [?]
    #3 5 აპრილი 2020 11:48
    6
    ციტატა: B.A.r.c.A
    მანჩესტერს მიყიდონ უმტიტი უეჭველი დაითრევს და მოიყვანოონ ეს არაა ცუდი ვარიანტიი

    ცუდი კი არა ძალიან ძლიერი მცველია. ამ მილანში ერთადერთი ფეხბურთელი ვინც მეცოდება სწორედ რომანიოლი არის. წლებია უკვე ბევრად ძლიერ გუნდს იმსახურებს. რო ვუყურებ მილანის თამაშებს მარტო ეს ტოვებს პროფესიონალი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას დანარჩენი ყველა მოყვარულ მოთამაშეს გავს მაგ გუნდში. ბარძალიმ კარიერა დაასრულა უკვე, ბონუჩი და კიელინი უკვე ძალიან არიან ასაკში და კარიერის ბოლო წლები აქვთ. თამამად ვიტყვი რომ მალე საუკეთესო იტალიელი მცველიც გიხდება რომანიოლი ამ ორის წასვლის შემდეგ.
    პიკე81
    სტუმარი [?]
    #2 5 აპრილი 2020 11:48
    6
    არ არი ცუდი ვარიანტი,თან იტალიური ფეხბურთის სტილი დაცვაში ჯდება
    ფანი [?]
    #1 5 აპრილი 2020 11:40
    5
    მანჩესტერს მიყიდონ უმტიტი უეჭველი დაითრევს და მოიყვანოონ ეს არაა ცუდი ვარიანტიი