ფილიპე კოუტინიოს მომავალი ისევ გაურკვეველია

ფილიპე კოუტინიოს მომავალი ისევ გაურკვეველია

"ბარსელონა" მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ფილიპე კოუტინიოს გაყიდვას შეეცდება, თუმცა, ჯერჯერობით, კატალონიურ კლუბს ოფიციალური წინადადება არ მიუღია. როგორც ჩანს, ფეხბურთელის მომავალი ისევ ბურუსითაა მოცული.

Marca-ს ინფორმაციით, "ბლაუგანა" ბრაზილიელის გაყიდვით კორონავირუსის მიერ მიყენებულ ზარალს შეამსუბუქებს, რადგან მისი ხელფასის (13.5 მილიონი ევრო) გადახდაც აღარ მოუწევს. თუმცა, 27 წლის ფეხბურთელის ღირებულება 120 მილიონი ევროა, რის გადახდასაც პანდემიის ფონზე ბევრი კლუბი ვერ გასწვდება.

გავრცელებული ცნობებით, "ბაიერნს" ბრაზილიელს შენარჩუნება არ სურს, ერთადერთ გზად კი პრემიერ ლიგა რჩება, სადაც "ლივერპულის" რიგებში ბრწყინვალედ ასპარეზობდა.

ინგლისური მედია იუწყება, რომ კოუტინიოთი "ჩელსი", "ლესტერი", "ტოტენჰემი", "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან, თუმცა, ჯერჯერობით, არცერთ მათგანს "ბარსელონასთვის" არ მიუმართავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 აპრილი 2020 02:32
    0
    კიდევ ბევრი ჭორი დაიწერება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 აპრილი 2020 14:09
    0
    დასატოვებელია კოუ!!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.