"ბარსელონა" - "ატლეტიკო" მასკერანო მატჩის წინ

"ბარსელონა" - "ატლეტიკო" მასკერანო მატჩის წინ

როგორც იცით, შაბათს, "კამპ ნოუზე", გაიმართება ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის შეხვედრა რომელშიც კატალონიის "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. ამ ყველაფერზე, "ბლაუგრანას" ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანომ ხუთშაბათის პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდს კვირას საკმაოდ რთული მატჩი ელოდება.

არგენტინელმა ნახევარმცველმა განმარტა: "ჩვენ ყველანი კმაყოფილები ვართ გუნდის მიერ ნაჩვენები ბოლო ორი თვის შედეგით, ამის მიუხედავად "ბარსელონას" მაინც აქვს რამდენიმე რთული მატჩი ჩასატარებელი, აქედან ერთერთი შემდეგი შეხვედრაა. რაც შეეხება თასის ფინალს ჩვენ გვყავს დიდი მეტოქე. "კოპა დელ რეი" ისეთი ტურნირია, რომელიც ყველა გულშემატკივრის, პრესისა თუ სხვადასხვა მედიის ყურადღებას იპყრობს, მაგრამ მთელ ყურადრებას თუ ამ შეხვედრაზე გადავიტანთ შესაძლოა სხვა ტურნირებში შეგვექმნას პრობლემა."

კონცენტრაცია "ატლეტიკოსთან" მატჩზე

მასკერანო დარწმუნებულია, რომ კვირას გასამართი მატჩი, უნდა იყოს ყველა ფეხბურთელისათვის მთავარი საფიქრალი და საზრუნავი. მან განაცხადა:"მადრიდის "ატლეტიკო" გახლავთ ძალზედ საშიში გუნდი. მათ ჰყავთ ძალიან ძლიერი მოთამაშეები. ამ კლუბმა შესძლო "უეფას" თასის, ხოლო შემდეგ სუპერთასის მოგემა, რომელშიდაც მათ ერთერთი საუკეთესო გუნდი, "ინტერი" დაამარცხეს. თამაშის დროს ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან ისინი ჩვენს წინააღმდეგ კარგ ბრძოლას გამართავენ."

ბრძოლა ბოლომდე

არგენტინელი მოთამაშე ამტკიცებს, რომ მთავარია გუნდმა შეინარჩუნოს ამჟამინდელი, შვიდ ქულიანი სხვაობა მადრიდის "რეალთან".: "ახლა ყველაზე მთავარია ის, რომ "რეალთან" შევინარჩუნოთ იგივე სხვაობა, რაც ამჟამად გახლავთ. მადრიდელები აუცილებლად გააგრძელებენ ბრძოლას "ლა ლიგის" მოგებისათვის, ამიტომ ჩვენი მხრიდან საჭიროა გამარჯვებების გაგრძელება და შედეგის გაუმჯობესება."

ხავიერი უგოლობის გამო არ სწუხს

როგორც იცით ოთხშაბათს, თასის ნახევარფინალში "ბარსელონამ" 0:3 დაამარცხა "ალმერია". ამ მატჩში იბრაჰიმ აფელაიმ და ადრიანო კორეიამ თავისი პირველი გოლი გაიტანეს "ბარსას" მაისურით, რის შემდეგადაც კლუბში უგოლოდ მხოლოდ ერთი მოთამაშე, მასკერანოა დარჩენილი. : "მართალი გითხრათ მე ამაზე არც მიფიქრია. მთავარია ამ ფეხბურთელებმა შესძლეს და წარმატება მოუტანეს თავიან კლუბს. ამჟამად გუნდში მხოლოდ მე ვარ, რომელსაც გოლი არ გაუტანია, მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ჩემთვის მთავარია გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე."

შესანიშნავი ურთიერთობა ბუსკეტსთან

როგორც იცით, მაშერანო და ბუსკეტსი ერთმანეთს ადგილისათვის კონკურენციას უწევენ, მაგრამ ეს ყველაფერი ხელს არ უშლის მათ კარგ ურთიერთობას.: "სერხიოსთან კონკურენციის გაწევა ძალიან ძნელია. ამის მიუხედავად ჩვენ ერთმანეთში გვაქვს ძალიან კარგი ურთიერობა. მე შემიძლია ბევრი ვისწავლო მისგან, რადგან იგი არის ამ კლუბის აღზრდილი და დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშე."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.