ხავიერ ძანეტი: ლაუტარო "ინტერში" ბედნიერია

ხავიერ ძანეტი: ლაუტარო "ინტერში" ბედნიერია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე "ინტერის" შემტევი, ლაუტარო მარტინესია. ვარსკვლავის თემას "ნერაძურის" ვიცე-პრეზიდენტი, ხავიერ ძანეტი ეხმაურება.

"ლაუტაროზე საუბარი მაბედნიერებს, რადგან ის ხელში დიდხნიანი მცდელობის შემდეგ ჩავიგდეთ. 

მარტინესი არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდაა, მას დიდი მომავალი აქვს.

22 წლის მოთამაშე ბევრად განვითარდა. ვხედავ, თუ როგორ ვარჯიშობს ყოველ კვირა. ლაუტარო ჩვენთან ბედნიერია და ვიმედოვნებ, აქ კიდევ ბევრი სეზონი დარჩება", - ციტირებს ლეგენდის სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 აპრილი 2020 11:14
    0
    ნუ რა უნდა თქვა? ეს დებილი არ არის. ბარსაში უფრო ბედნიერი არ იქნება?. ჯერ ერთი ესპანური არგენტინელისთვის მშობლიურია, მესი ზემლიაკია და მის გვერდით თამაში უმაგრესი რეკლამაა იმას თუ არ ჩავთვლით რო ბარსა უტიტულოდ თითქმის არ ერთ სეზონს არ ატარებს, რისი შანსიც ინტერში თითქმის არა აქვს, ლეოს გვერდით თამაში და შეთამაშება პირველი შანსია ნაკრებში უპირობოდ პირველ ნომრობას თავის ადგილზე და ბოლო ბოლო ხელფასს როგორც მინიმუმ ოდნავ ხო მაინც გაუზრდიან. ამ ყველაფრის შემდეგ ბედნიერი აღარ იქნება?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 აპრილი 2020 22:28
    2
    გრიზმანი არი უკვე მაგ პოზიციაზე.სუფთა ცხრიანი არც ლაუტაროა და არც გრიზმო,მაგრამ გრიზმანს მაგის ფასი კლასი აქვს მარტო.ტიპი ატლეტიკოს მარტო დაათრევდა ლიგაზე.ნაპოლისთანაც გასვლაზე ძაან საჭირო გოლი შეაგდო.სეზონის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ ვნახავთ რო ჯობია ლაუტარო მაგრამ ამას მარხცენა ვინგერად ათამაშებენ როცა second sticker ია.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 აპრილი 2020 20:32
    1
    დაიტოვეთ მერე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued