ვილიანს "ბარსელონასგან" შეთავაზება არ მიუღია

ვილიანს "ბარსელონასგან" შეთავაზება არ მიუღია

გამოცდილი ბრაზილიელი შემტევი ვილიანი, რომელიც დიდი ხანია "ბარსელონას" ყურადღების ცენტრშია, აცხადებს, რომ მას კატალონიური გუნდისგან შეთავაზება არ მიუღია.

31 წლის ფეხბურთელით "ბარსელონას" დაინტერესების შესახებ ცნობები პერიოდულად ვრცელდება ხოლმე. ბოლო ინფორმაციით, კატალონიელები აპირებდნენ, ვილიანი ხელში უფასოდ ჩაეგდოთ. თუმცა, სამხრეთ ამერიკელი შემტევი, რომელსაც "ჩელსისთან" კონტრაქტი ივნისში უმთავრდება, აცხადებს, რომ შეთავაზება მხოლოდ ლონდონელებისგან მიიღო.

"ერთადერთი კონკრეტული შემოთავაზება "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაა, ეს კი შეუძლებელი იყო. ლონდონელებს 2-წლიანი ხელშეკრულება სურდათ, მე კი - სამწლიანი. ახლა ყველაფერი შეჩერებულია.

ჭორების მესმის. ვიცი, რომ სხვა გუნდები ჩემით ინტერესდებიან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემი დამატება უფასოდაა შესაძლებელია. მოლაპარაკებების წარმოება შემიძლია. ამ ეტაპზე, კონკრეტული შემოთავაზება არ მაქვს." - განაცხადა ვილიანმა ბრაზილიურ UOL-თან საუბრისას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 1 აპრილი 2020 18:55
    2
    რაღა დროს ვილიანია ტოო ? ამათ შიგ ხოარ აქვთ ? მოყავთ თავისუფალი აგენტის სტატუსით ეს ბებრები (ვიდალი 9 მილიონს იღებს ხელფასის სახით) და კოლოსალურ ხელფასებს აძლევენ ტრანსფერი ხო უფასოაო და შტეგენისნაირი მომავლის ფეხბურთელებისთვის ენანებათ ბლიად მომატება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 აპრილი 2020 18:48
    1
    რაღადროს ვილიანია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.