რეჩბერის მეუღლე: ბოლო 72 საათი ძალიან რთული იყო

  • 1-04-2020, 17:45
  • რეჩბერის მეუღლე: ბოლო 72 საათი ძალიან რთული იყო

    "ბარსელონას" ყოფილი მეკარის, რუშთუ რეჩბერის მეუღლემ თურქეთის ნაკრების ლეგენდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა.

    რამდენიმე დღის წინ რუშთუ რეჩბერი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს, გუშინ კი გავრცელდა ცნობები, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ვეტერანი ფეხბურთელის მეუღლეს იმედი აქვს, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება.

    "ბოლო 72 საათი ძალიან რთული იყო. იმედი მაქვს, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. რუშთუ ახალ ვირუსს ებრძვის. დიაგნოზის დაუყოვნებლივ დასმა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

    რეჩბერი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. მას სიცხე და მადის დაკარგვა ჰქონდა. ის ძალიან ფერმრკთალი ჩანდა. რუშთუს სუნთქვა უჭირდა და ის განუწყვეტლივ ახველებდა", - ციტირებს რეჩბერის მეუღლის სიტყვებს Fanatik.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MeGauchoSi გულშემატკივარი [?]

    1 აპრილი 2020 23:49

    მალე გამოჯანმრთელაბას გისურვებ ლომო...

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV