დიეგო გოდინი: ლაუტარო მარტინესი სუარესსა და აგუეროს ჰგავს

დიეგო გოდინი: ლაუტარო მარტინესი სუარესსა და აგუეროს ჰგავს

მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველი დიეგო გოდინი მის თანაგუნდელს, "ბარსელონას" ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნეს, ლაუტარო მარტინესს "ბლაუგრანასა" და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელებს, ლუის სუარესსა და სერხიო აგუეროს ამსგავსებს.

"ლაუტარო სუარესსა და აგუეროს ჰგავს. ის მთელი სხეულით თამაშს სწავლობს, როდესაც ბურთი მის უკანაა.

მატრინესი თავის თავში დარწმუნებულია. ის ყოველ მატჩში უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდება. მასში შეიძლება შეამჩნიოთ ისეთი რაღაცები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის 10-15 წელი მაღალ დონეზე ითამაშებს." - ციტირებს გოდინის სიტყვებს ESPN.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.