მერიდა:"კამპ ნოუზე" მხოლოდ მოსაგებად გავალთ"

  • 4-02-2011, 12:14
  • მერიდა:"კამპ ნოუზე" მხოლოდ მოსაგებად გავალთ"

     როგორც იცით, კვირას, 01:00 საათზე გაიმართება ესპანეთის პრიმერა დვიზიონის 22-ე ტურის მატჩი, რომელშიც კატალონიის "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებს. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ამავე კლუბის ნახევარმცველმა, ფრან მერიდამ. 

     როგორც მადრიდელთა მოთამაშე აცხადებს, დედაქალაქიდან გუნდი ბარსელონაში წარმატების მისაღწევად ჩამოვა. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" დაპირისპირება ამავე სეზონის პირველ წრეში, მადრიდში გაიმართა და იგი კატალონიური გრანდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.

     "კვირას ველოდებით ძალიან რთულ თამაშს, ამიტომ გუნდი საკმაოდ სერიოზულად ეკიდება ამ ყველაფერს. ჩვენ ვაპირებთ სახლში სამი ქულით დავბრუნდეთ. რა თქმა უნდა, "ბარსელონა" არის ძალიან ძლიერი მეტოქე, მაგრამ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს, კიკე სანჩეს ფლორესს წარმატების მიღწევის დიდი იმედი აქვს. მადრიდის "ატლეტიკო" არის ძლიერი გუნდი, ჰყავს ძლიერი ფეხბურთელები, ამიტომ ჩვენ "კამპ ნოუზე" მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ." - განაცხადა მადრიდელთა ნახევარმცველმა "MARCA"-სთან ინტერვიუში.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV