Sport: პსჟ-მ "ბარსელონას" კურზავა შესთავაზა

Sport: პსჟ-მ "ბარსელონას" კურზავა შესთავაზა

"ბარსელონას" ჟორდი ალბას დუბლიორის შესაძენად კიდევ ერთი კანდიდატი გამოუჩნდა.

Diario Sport-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" კატალონიურ კლუბს ლაივინ კურზავა უფასოდ შესთავაზა, რომელთანაც კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ფრანგი მოთამაშე ჟუნიორ ფირპოს შემცვლელად განიხილება, რომელიც გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი კანდიდატია, რადგან მან "ბარსასთან" ადაპტირება და ჟორდი ალბასთვის კონკურენციის გაწევა ვერ შეძლო. "ბლაუგრანა" 23 წლის ფეხბურთელის 20 მილიონ ევროდ გაყიდვას, ან ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში ჩართვას გეგმავს.

კურზავამ მიმდინარე სეზონში, პსჟ-ს მაისურით, 23 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

27 წლის მარცხენა მცველით ასევე "ლივერპული", "არსენალი", "ინტერი" და "ნაპოლი" ინტერესდებიან.

Transfermarket-ი ლაივინს 15 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #10 31 მარტი 2020 23:13
    2
    თავის დროზე ძააან კლასნიიყო, ტრავმების გამო დაიტანჯა თუსწორად მახსოვს მარა არაუშვს არც ახლა, შეტევებში კარგად ერთვება
    Culé [?]
    #9 31 მარტი 2020 22:21
    0
    ნაგავი ფეხბურთელია ღამეს რო ვარგოდეს პესეჟედან 15 მილიონად არ გაუშვებენ
    Natura antia
    სტუმარი [?]
    #8 31 მარტი 2020 21:53
    6
    ძაან კაი ბიჭია, ალბას ამჟამინდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ და ამის ნიჭს სავსებით შესაძლებელიაააა სკამზე თვითონ ალბას მოუწიოს ჯდომა. ისე სხვათა შორის მეგრული წარმოშობის ფრანგია. დედა ყავს მეგრელი ფრანსუა კურჟავა. სამარგალოო ვარეშ ხვარე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 31 მარტი 2020 20:58
    4
    სხვათა შორის კარგი ბიჭია და უფასოდ დათრევის შანსი თუა, მით უმეტეს არაა ხელიდან გასაშვები
    ალბას დუბლიორი კი არა სრულფასოვნად შეცვლის და სათამაშო დროის 55/45 % რომ გინაწილონ, ესეც ნორმალურიმ იქნება, არც ერთი არ გადაიღლება და არ გადაიწვება

    ფირპოს სადმე მიაყიდიან და თუ 15-20 ლიმონად მიასუხარეს, გადასარევი იქნება
    მაგრამ აბა ბარსელონად ა ტრანსფერით იხეიროს?! ეგეთი ამბავი გსმენიათ? ოთუზბირი უნდა დაუჯდეთ ან თავად საკუტარი ღლაპები უნდა გაზარდოს 😁 😎
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 31 მარტი 2020 20:49
    2
    ხოხ! ესეც მეგრელი კაცო?

    კუკურელია არ უნდათ მაგალითად?
    Dglaza
    სტუმარი [?]
    #5 31 მარტი 2020 19:49
    2
    Aùuuu es magrad mevaseba
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 31 მარტი 2020 19:41
    5
    ნეიმარიც დაამატოს და გამოუშვას.
    ჟიმნი პანდემია
    სტუმარი [?]
    #3 31 მარტი 2020 19:38
    6
    შეიძლება სულ მთლად ალბა ვერაა, მაგრამ საკმაოდ მაღალი კლასის იგროკია კურზავა. სისწრაფეს და ტექნიკა აქვს, ეს მონაკოდან მოყოლებული მომწონს. იმის პოტენციალიც ნამდვილად აქვს რო ალბას შემდეგ ძირითადის ბიჭის გახდეს, ახალგაზრდაა მაინც ჯერ. მაგრად მეზარება, კლოპის ნაირი მწვრთნელი რო შეხვედროდა ამას რობერტსონზე მაგარი ფეხბურთელი დადგებოდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 მარტი 2020 19:26
    0
    უფასოდ კიბატონო ზამენაზე ფირპოზე კარგად გამოგვადგება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #1 31 მარტი 2020 18:35
    4
    თუ უფასოა მოვიდეს, ახლა ისეთი პერიოდია დაჟე კავანი-ვერტონგენზეც რო იჩალიჩონ არ გამიტყდება. კათარზისიო და ესაო არ დაიწყოთ, პროსტა გუნდი ეხლა ვერანაირ სოლიდურ ტრანსფერს ვერ გაჩარხავს დედა არ ყავთ ფინანსურად, ცოტა მოვძლიერდეთ, უმტიტის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვთ ამ კიტრებს ფაქტია, 50 ად თუ გაასუხარეს (არ ვარ მომხრე მარა გაყიდიან) და 1 წლით ვერტონგენი მოვიდა არაფერს გააფუჭებს, კურზავაც უფასოდ თუ მოვიდა ფირპო გაიყიდოს ერთი 20ად. ფირპოზე უარესი არ იქნება ეს. მერე 10 მილიონად მაინც გავყიდით თუ რამეა. ტოდიბოც დაბრუნდება. იქნებ კოუც გავყიდოთ თუ არადა ისევ დაბრუნება და 1 შანსის მიცემა ჯობია, სხვა ტოპ ტრანსფერი არ გამოვა და დაბრუნდეს ფული მაინც არ დაგვეხარჯება. ცოტა ამოისუნთქებს გუნდი ფინსანურად და მერე დავხებთ კაი ტრანსფერებს. თან სულ არ მინდა სეტიენის გემოვნებით მოვიდეს ხალხი, 1 წლით დატოვებენ სეტიენს და არააა საჭირო ბომბი ტრანსფერები ამ ჭ კლასის კაცის დროს. აი ჩავის უნდა დავახვედროთ დიდი ფული, ეგ ბარსა ბ საც მიაქცევს ყურადღებას და საჭირო ტრანსფერებსაც დადებს. ჩავის მე კაი 10 წლიან პერსპექტივაში განვიხილავ, ეგ უნდა გახდეს ჩვენი ფერგი, რაც გვარდიმ არ გააკეთა. ამიტო ზუსტად ჩავის გემოვნბით უნდა მოვიდეს სასტავი, სანჩოს მოითხოვს სტერლინგს თუ ვინმე სხვას, ყიდვა უნდა შევძლოთ. თაობათა ცვლა მაგან უნდა გადაგვაგორებინოს თორე მილანის დღე გველის