როდრიგო გოესმა ანსუ ფატის აჯობა
- 31-03-2020, 16:57
-
Tsitsi
- 4

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, როდრიგო გოესმა "ბარსელონას" ტალანტს, ანსუ ფატის აჯობა.
საქმე ისაა, რომ NxGn 2020-ის ჯილდოს მოგების შემდეგ, ბრაზილიელი Goal-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
NextGeneration-ს ის მოთამაშე იგებს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მომუშავე Goal-ის 43 ჟურნალისტისგან ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. აუცილებელია, ფეხბურთელი 2001 წლის 1 იანვრის შემდეგ იყოს დაბადებული.
როდრიგო "რეალის" პირველ გუნდში თამაშობდა, თუმცა თებერვალში ზინედინ ზიდანმა იგი "რეალ კასტილიაში" გადაიყვანა.
ცოტა არ იყოს უსამართლოა, რომ ეს ჯილდო ანსუ ფატიმ ვერ მოიგო. 17 წლის ვუნდერკიდმა "ბარსელონას" პირველი გუნდის რიგებში 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მან ასევე არაერთი რეკორდი დაამყარა.
მაგალითად, ანსუ ამჟამად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანია ("ინტერის" კარში, 17 წლის და 40 დღის ასაკში). ის ასევე არის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში დუბლი შეასრულა ("ლევანტესთან", 17 წლის და 94 დღის). აღნიშნული შედეგი "ბლაუგრანას" ამომავალმა ვარსკვლავმა 17 წლის ასაკში დააფიქსირა, როდირგო კი ფატიზე ორი წლით უფროსია.
რაც შეეხება გოესს, ბრაზილიელმა "ლოს ბლანკოსში" 18 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.
მადრიდელებს მისი შეძენა 45 მილიონი ევრო დაუჯდათ. ფლორენტინო პერესის გუნდმა 19 წლის ფეხბურთელი "სანტოსიდან" იყიდა. თავის მხრივ, ანსუ ფატი "ლა მასიას" პროდუქტია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]