Marca: რუშთუ რეჩბერის მდგომარეობა კრიტიკულია

  • 31-03-2020, 15:11
  • Marca: რუშთუ რეჩბერის მდგომარეობა კრიტიკულია

    Marca-ს ცნობით, თურქეთის ნაკრების ლეგენდა და "ბარსელონას" ყოფილი მეკარე რუშთუ რეჩბერი ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

    საქმე ისაა, რომ 46 წლის ვარსკვლავს კორონავირუსის დიაგნოზი რამდენიმე დღის წინ დაუსვეს.

    თურქული მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელს COVID-19 მეუღლისგან, ისილისგან გადაედო, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

    რუშთუ "ბლაუგრანას" 2003 წელს შეუერთდა, თუმცა ტრავმამ არ მისცა საშუალება, პირველ გუნდში ფეხი მოეკიდებინა. რეჩბერმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    31 მარტი 2020 20:43

    აქ ჩამოვიდეს უშველიან

    0
    გასულია
    (გიო) Culé [?]

    31 მარტი 2020 17:50

    როგორ მახსოვს თურქების მძლავრი ნაკრები 2002ს მსოფლიოზე, რუშტუ, ემრე ბოლოზოღლუ, ჰასან შაში, ჰაკან შუქური, კორკმაზი, ბაშთურქი განსაკუთრებით ესენი.... რუშტუ ხო მართლა რო კატა იყო, გოლს ვერ უტანდნენ როჟას მაგრამ მალხაზ ასათიანმა მაინც საკაიფო აყლაპა....
    გამოჯანმრთელებას გისურვებ გოლკიპერ...

    7
    --------------------
    "ბარსელონას სარგებელს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მოუტანენ, რომელბიც კლუბში ბავშვობიდან იზრდებიან" - იოჰან კრუიფი.
    "ჩემს გუნდში რივალდო ყოფილიყო, მერწმუნეთ, იუნაიტედის ტიტულები დღეს ორმაგი იქნებოდა"
    💬 სერ ალექს ფერგიუსონი
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV