El Confidencial: ლიონელ მესიმ კარლოს ველას ტრანსფერი დაბლოკა

El Confidencial: ლიონელ მესიმ კარლოს ველას ტრანსფერი დაბლოკა

El Confidencial-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი "ლოს ანჯელესის" თავდამსხმელის, კარლოს ველას კატალონიურ კლუბში ტრანსფერის წინააღმდეგი იყო.

როგორც ცნობილია, "ბლაუგრანას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს ტრავმების გამო, ველას დამატება სურდა, თუმცა მისი ტრანსფერი კატალონიელთა ლიდერის გამო არ შედგა.

წყაროს ცნობით, მესი მექსიკელი შემტევის "ბარსაში" გადმოსვლის წინააღმდეგი იყო, რადგან მას "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავის, ნეიმარის ტრანსფერის შანსების შენარჩუნება უნდოდა. არგენტინელი მიიჩნევდა, რომ ველას გუნდში მოსვლა ზედმეტი იქნებოდა, რადგან ის და ბრაზილიელი თავდამსხმელი ერთი და იმავე პოზიციაზე თამაშობენ.

ლიონელ მესიმ "ბარსელონას" პრეიზდენტს, ჟოზეპ მარია ბართომეუს, უკვე შეატყობინა, რომ მას ზაფხულში ნეიმარის გადმოსვლა სურს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 31 მარტი 2020 20:28
    0
    აუფ. ხოოოო...

    მაფიოზი მესიწყვიტანს ტრანსფერების , მწვრთნელების და ტაქტიკის ამბავს ...აბააა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 31 მარტი 2020 19:32
    1
    ეს ოთხი თვით არ მოყავდათ? ნეიმარს ზაფხულამდე ვერ იყიდიან და რაზე ბაზრობენ ეს ჟურნალისტები, ერთი მეორეს როგორ უშლიდა? თუ ბრეიტვეიტს არ გავუშვებთ ნეიმარი რო მოვა?
    Culé [?]
    #3 31 მარტი 2020 00:52
    1
    ციტატა: me da barca
    ამ კორონას დროს ჟურნალისტები საერთოდ გამოშტერდნენ, რას არ მოიფიქრებენ.

    კიი, დაკორონებულები არიან, 😅
    სპორტზე დასაწერი აღარაფერი აქვთ და ათას სისულელეს იგონებენ..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 მარტი 2020 23:35
    1
    ამ კორონას დროს ჟურნალისტები საერთოდ გამოშტერდნენ, რას არ მოიფიქრებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 მარტი 2020 22:18
    3
    სისულელე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued