AS: ჩავი და კუმანი გამოირიცხა - სეტიენი "ბარსელონაში" დარჩება

AS: ჩავი და კუმანი გამოირიცხა - სეტიენი "ბარსელონაში" დარჩება

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი თავის პოსტს შეინარჩუნებს.

როგორც AS იტყობინება, ესპანელი სპეციალისტი "ბარსელონას" შემდეგ სეზონშიც გაწვრთნის. წყაროს ცნობით, კლუბმა ჩავი ერნანდესისა და რონალდ კუმანის ვარიანტებზე უარი თქვა. ჰოლანდიელ მწვრთნელზე უარის თქმა ევროპის ჩემპიონატის გადადებას უკავშირდება.

სეტიენსა და "ბარსელონას" შორის ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში, თუმცა, ხელშეკრულების პირობებით, ის, შესაძლოა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალი პრეზიდენტის მიერ იქნას გაწყვეტილი. საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის ივნისში ჩატარდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 30 მარტი 2020 20:34
    0
    1 წელი და ჩაო!
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #3 30 მარტი 2020 09:12
    3
    უნდა დარჩეს ზუსტადაც. რად გვინდა ჩავი და მაგისი ვითომ აწყობილი გუნდი, ან კუმანი, აგერ კიკე არ გვყავს? ან ეს შემადგენლობა რომ შევცვალოთ რა საჭიროა, რაკიტიჩი უნდა იყოს სასტარტოში ყველა თამაშში. ყოჩაღ ხელმძღვანელობას. და კიდე ტერ შტეგენი ვინაა გავუშვათ ბაიერნში 12 მილიონად და მოვიყვანოთ კაბალიერო. აი ხელმძღვანელობის ფიქრები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 მარტი 2020 23:13
    0
    არ უნდა იყოს ეს იმფორმაცია დასაჯერებელი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 მარტი 2020 23:07
    1
    ეგ ისედაც ცხადი იყო ესეიგი კოუტინიოს წასვლაც გამოირიცხა სეტიენს უნდა რო დააბრუნონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued