"ბარსელონას" ყოფილ მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

  • 29-03-2020, 01:51
  • "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

    თურქეთის ნაკრების ლეგენდა და "ბარსელონას" ყოფილი მეკარე რუშთუ რეჩბერი, კორონავირუსის დიაგნოზით, საავადმყოფოში მოათავსეს.

    Goal.com ავრცელებს რუშთუს მეუღლის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ 46 წლის ვეტერანი ფეხბურთელის მდგომარეობა, მოულოდნელად, გართულდა, რის შემდეგაც ის, კორონავირუსის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    რუშთუ რეჩბერი "ბარსელონაში" 2003 წელს, დიდი იმედებით, რობერტო ბონანოს შემცვლელად გადმოვიდა, მაგრამ, ტრავმისა და ესპანურის არცოდნის გამო, მას შემადგენლობაში ფეხის მოკიდების საშუალება ახალგაზრდა ვიქტორ ვალდესმა არ მისცა, რომელიც კატალონიელთა მთავარ გუნდში პირველ ნაბიჯებს დგამდა. სადებიუტო სეზონში მხოლოდ 7 თამაშის ჩატარების შემდეგ, რუშთუ "ფენერბაჰჩეში" გაანათხოვრეს, 2 წლის შემდეგ კი - გაყიდეს.

    რაც შეეხება თურქეთსა და კორონავირუსს - ამ დროისთვის, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში 7 402 დაავადებსია და 108 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV