კოუტინიოს აგენტი: "ტოტენჰემთან" მოლაპარაკებები ფინანსური მიზეზით არ ჩაშლილა

კოუტინიოს აგენტი: "ტოტენჰემთან" მოლაპარაკებები ფინანსური მიზეზით არ ჩაშლილა

"ბაიერნში" იჯარით მყოფი ფილიპე კოუტინიოს აგენტი, კია ჟორაბჩიანი Mirror-თან მისი კლიენტის გარშემო აგორებულ ჭორებს ეხმაურება.

"ფილიპეს "ტოტენჰემის" თავმჯდომარესთან, დანიელ ლევისთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ინგლისურ კლუბთან გარიგება ფინანსური მიზეზით არ ჩაშლილა. მედია სიცრუეს ავრცელებს," - აცხადებს კია.

თუ საქმეში თავმჯდომარე არაა გარეული, მაშინ ერთადერთ მიზეზად მაურისიო პოჩეტინო რჩება. ნახსენებმა წყარომ ზაფხულში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 წლის შემტევის შეძენის წინააღმდეგი სწორედ "ტოტენჰემის" თავკაცი გახლდათ.

ახლა, როცა "სპურსი" არგენტინელი მწვრთნელისაგან გათავისუფლდა, ბრაზილიელ ფეხბურთელს შანსი გაუჩნდა.

Mundo Deportivo აცხადებს, რომ "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი კოუტინიოს შეძენა "ინტერსა" და "პარი სენ-ჟერმენსაც" სურს, თუმცა ფილიპე საკუთარ მომავალს პრემიერ ლიგაში ხედავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #1 29 მარტი 2020 14:27
    0
    პირიქით ბიჭო პოჩეს უნდოდა მაგრად რეებს წერთ. ესპანიოლში იყვნენ ერთად და იმის მერე სუ კოუს აქებდა. დაჟე ბაიერნზე რო მიდიოდა ჭორები მაშინ ვწერდი თუ ნავარიაში დაინიშნა კოუს იყიდის თქო. ლევი ჟმოტი კაცია ფულის ხარჯვა არ უნდოდა როცა პოჩე იხვეწებოდს ტრანსფერებს