სუარესი: ახლა ხალხს ქუჩაში შიშის გარეშე გამოსვლა სურს და არა ფეხბურთის ყურება

სუარესი: ახლა ხალხს ქუჩაში შიშის გარეშე გამოსვლა სურს და არა ფეხბურთის ყურება

"ბარსელონას" ურუგვაელი ცენტრფორვარდი, ლუის სუარესი კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრობს.

"ახლა ხალხს ქუჩაში შიშის გარეშე გამოსვლა სურს და არა ფეხბურთის ყურება. ურუგვაიში დაბრუნება აზრადაც არ მომსვლია, რადგან ურუგვაელებზე ზრუნვის საუკეთესო საშუალება - ბარსელონაში, საკუთარ სახლში დარჩენაა.

ვფიქრობ ჩემს შვილებზე და იმაზე, რომ ხალხთან კონტაქტისა და დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად მათთან ერთად სახლში დავრჩე. მთავრობა და ექსპერტები სახლში დარჩენას რეკომენდაციას უწევენ. ხალხმა ეს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს." - განაცხადა სუარესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.