უეფას პრეზიდენტი: გვაქვს გეგმა A, B და C-ც კი, თუმცა ახლა უნდა მოვიცადოთ

უეფას პრეზიდენტი: გვაქვს გეგმა A, B და C-ც კი, თუმცა ახლა უნდა მოვიცადოთ

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ შიდა და ევროპული ჩემპიონატები ივნისამდე არ განახლდება, 2019-20 წლების სეზონი დაკარგულად ჩაითვლება.

"ამ დრამატულ მომენტში უმთავრესია ადამიანთა ჯანმრთელობა და კრიზისის დაძლევა. არ ვიცით, როდის დამთავრდება პანდემია, მაგრამ გვაქვს გეგმა A, B და C-ც კი, საჭიროების შემთხვევაში. სისტემატურად ვუკავშირდებით სხვადასხვა ლიგას, კლუბს. ჩვენ უნდა მოვიცადოთ, ისევე როგორც სხვა სექტორებმა.

სეზონი უნდა განახლდეს მაისის შუა რიცხვებში ან ივნისის ბოლოს, სხვა შემთხვევაში, ალბათ, იგი ჩაშლილად ჩაითვლება. არის მოსაზრება, რომ მიმდინარე სეზონი დასრულდეს გაცილებით გვიან და 2020-21 წლების სეზონი გადაიწიოს.

ვნახავთ რა იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემპიონატებისა და კლუბებისთვის. რთულია ყველა მატჩის მაყურებლის გარეშე ჩატარება, თუმცა ჩვენ ისიც კი არ ვიცით ამას მოვახერხებთ თუ არა. სხვა ალტერნატივის არარსებობისას, იძულებული ვიქნებით სეზონი უმაყურებლოდ დასრულდეს.

აფეხბურთო სეზონის გაუქმება სიმბოლურად ასახავს დაპაუზებულ მსოფლიოს", - განაცხადა ჩეფერინმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 29 მარტი 2020 16:26
    0
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ლუზერპულის ფანები რა მაგარ გატეხილში იქნებიან😂😂 ერთი კვირით ადრე რო შეჩერებულიყო ატლესთან სირცხვილს გადაურჩებოდნენ.

    და ორი კვირით გვიან რო შეჩერებულიყო, ჩემპიონობას გაიფორმებდნენ.
    Culé [?]
    #1 28 მარტი 2020 22:47
    1
    ლუზერპულის ფანები რა მაგარ გატეხილში იქნებიან😂😂 ერთი კვირით ადრე რო შეჩერებულიყო ატლესთან სირცხვილს გადაურჩებოდნენ.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂