ნიკოლას ტალიაფიკო: ლიონელ მესი ეროვნული გუნდის ლიდერია
- 28-03-2020, 20:47
-
Tsitsi
- 2

ამსტერდამის "აიაქსის" არგენტინელი მცველი, ნიკოლას ტალიაფიკო Olé-სთან ინტერვიუში ლიონელ მესიზე საუბრობს.
"ლეო გუნდის ლიდერი და დამცველია. წაგებებს მასზე მძაფრად არავინ განიცდის. თუმცა, ბოლო ხანს, "ბარსელონელმა" კარგად გაიაზრა, რომ ნაკრებში თამაშით სიამოვნება უნდა მიიღოს.
მჯერა, რომ არგენტინასთან ერთად "ლა პულგა" ბევრ ტიტულს აღმართავს. მესი კარიერის იმ ეტაპზეა, როდესაც თამაშით, ვარჯიშითა და ყველაფრით დატკბობა სურს.
"ცისფერ-თეთრებში" აუცილებელია, სისტემა დაინერგოს, რომლითაც ლეოს თამაშს ავუწყობთ. ამგვარად ბევრად კარგ შედეგს დავდებთ", - აცხადებს "აიაქსელი".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]