"ბარსელონას" კალათბურთელები ხელფასების დაქვითვას ეწინააღმდეგებიან
- 28-03-2020, 20:06
-
marusa barcelona
- 2

"ბარსელონამ" საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ხელფასების დაქვითვას ეხება. კლუბის მოთამაშეები ამ ამბავს დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდრილან. უკმაყოფილება გამოთქვეს კალათბურთელებმაც.
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" საკალათბურთო გუნდის მოთამაშეები, მიუხედავად ზეწოლისა, ანაზღაურების დაქვითვის პრინციპს არ ეთანხმებიან. ამავე გამოცემის ინფორმაციით, კლუბის მთავარი მენეჯერი ნაჩო როდრიგესი მოთამაშეებს ემუქრებოდა, რომ თუკი კალათბურთელები შეთავაზებას არ დათანხმდებოდნენ, ტიტულებისთვის დამატებით საბონუსე ანაზღაურებას დაკარგავდნენ.
MD იმასაც ამბობს, რომ მოთამაშეები უარზე არიან კოლექტიური მოლაპარაკებები წარიმართოს, ამიტომ შეთანხმება სათითაოდ შედგება.
ნიკოლა მიროტიჩი კი ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, რომელიც ხელფასის დაქვითვას დასთანხმდა. მონტენეგროელმა გადაწყვეტილება ჟოზეპ მარია ბართომეუსთან პირდაპირი კომუნიკაციის შემდეგ მიიღო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]