კარლოს ველა: "ბარსელონა" 4-თვიან კონტრაქტს მთავაზობდა

კარლოს ველა: "ბარსელონა" 4-თვიან კონტრაქტს მთავაზობდა

მექსიკელი თავდამსხმელი კარლოს ველა იმ ზამთარს იხსენებს, როდესაც მას "ბარსელონაში" გადასვლის კარგი შანსი ჰქონდა.

2019 წლის იანვარში, "ბარსამ" მუნირ ელ ჰადადი "სევილიაში" გაუშვა და გუნდში ერთადერთი ცენტრფორვარდი ლუის სუარესი დარჩა. კატალონიელებმა მისი რეზერვისტის ძებნა დაიწყეს და საბოლოოდ არჩევანი "სასუოლოს" განელ შემტევზე, კევინ-პრინს ბოატენგზე შეაჩერეს.

როგორც ირკვევა, ბოატენგამდე, "ბლაუგრანამ" კარლოს ველას დამატება სცადა.

"ბარსელონა" შანსს მაძლევდა ამ გუნდში 4 თვით მეთამაშა. დავთანხმდი, რადგან ეს ძალიან კარგი შესძლებელობა იყო. პრობლემა ჩემმა კლუბმა, "ლოს ანჯელესმა" შექმნა და მისი მესმის. კლუბის მესვეურები მათთვის საუკეთესო გამოსავალს ეძებდნენ. გადაწყვეტილება ჩემი მისაღები არ იყო." - განაცხადა 31 წლის ფეხბურთელმა GQ-სთან საუბრისას.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.