"ბარსელონა" მზადაა, არტურო ვიდალს შეელიოს

"ბარსელონა" მზადაა, არტურო ვიდალს შეელიოს

Calciomercato-ს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" მზადაა, არტურო ვიდალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაუშვას.

ჩილელის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას "ინტერი" იჩენს. მილანელებს საქმეს არტუროს აგენტი უადვილებს, რომელსაც კლიენტის იტალიაში გადაბარგების იდეა ხიბლავს.

ცნობილია, რომ კლუბი 32 წლის ფეხბურთელს 15-20 მილიონ ევროდ შეელევა.

2018 წელს "ინტერს" ვიდალის შეძენის შანსი ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელი "ბაიერნიდან" "ბარსელონამ" წამოიყვანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 მარტი 2020 21:46
    0
    რა ვიდალი ის მძორი გაყიდეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued