"ბარსა" ალესანე პლეას შეძენას ზამთარში ცდილობდა

"ბარსა" ალესანე პლეას შეძენას ზამთარში ცდილობდა

Bild-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" "მიონხენგლადბახის" შემტევის, ალესანე პლეას, შეძენას ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დროს ცდილობდა, თუმცა გერმანელებმა შეთავაზება უარყვეს.

Bild არ ასაჯაროებს, თუ რამდენი შესთავაზა კატალონიურმა კლუბმა ალესანე პლეას სანაცვლოდ, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, "გლადბახის" უფროსობა ტრანსფერზე შეთანხმებას 40-50 მილიონი ევროს ფარგლებში ცდილობდა.

ტრანსფერის ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი გერმანელების მთავარი მწვრთნელის, მარკო როზეს პოზიციაც იყო. ფორვარდის გუნდიდან გაშვებით, კლუბს პრაქტიკულად დრო არ რჩებოდა შემცვლელის მოსაყვანად.

Bild-ის აზრით, "ბარსა" ნახსენებ ტრანსფერს ზაფხულში არ მიუბრუნდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თებერვალში მარტინ ბრეითუეიტის "ლეგანესიდან" დამატება შეძლეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.