მარტინ ბრეითუეიტის ინტერვიუ

  • 26-03-2020, 00:19
  • მარტინ ბრეითუეიტის ინტერვიუ

    კატალონიის "ბარსელონას" დანიელი ახალწვეული, მარტინ ბრეითუეიტი, კლუბის ოფიციალურ Youtube არხზე, კითხვებს პასუხობს.

    - როგორ მიდის თვითიზოლაციის დღეები?

    - ოჯახთან ერთად დროის გატარება სასიამოვნოა. ასევე, ბევრს ვვარჯიშობ. კარანტინში ყოფნა ბევრად მარტივია, რადგან საყვარელ ადამიანებთან თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ.

    - დღის რუტინა ბევრმა გაგვიზიარა. შენ რას იტყოდი?

    - ვცდილობ, ყოველდღიურად 8 საათზე ავდგე, ვისაუზმო, რამდენიმე ვიდეოს ვუყურო ან ვიკითხო, შემდეგ კი ვივარჯიშო. ვგრძნობ, რომ იმაზე მეტად ვარ მონდომებული, ვიდრე ამას მინდორზე ვაკეთებდი. ხანდახარ ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობ, თუმცა ძირითადად, "ბარსელონას" მითითებას მივყვები. ჩემი მწვრთნელი, ანტონიო სასარგებლო ვიდეოებსა და ფოტოებს მიგზავნის.

    - რა იყო შენი რეაქცია, როდესაც სეზონის გადადებაზე გაიგე?

    - უცნაური გრძნობა იყო, სანამ დავინახავდი, რომ ყველაფერი დაიხურა. თითქოს ფილმში ვარ, რომელიც აქამდე მინახავს. ფილმში, სადაც ეპიდემია იფეთქებს და ხალხი ინფიცირდება.

    - როგორ ფიქრობ, ვარჯიშის განახლების შემდეგ თავს უცნაურად იგრძნობ?

    - თავს შესანიშნავად ვიგრძნობ. ვფიქრობ, ყველას დაბრუნება სურს.

    -რა გენატრება ყველაზე მეტად?

    - მოედანზე ყოფნა და ყოველდღიურად თამაში. როდესაც დავრბუნდები, ეს დამატებით მოტივაციას მომცემს. სიტუაცია იმ მდგომარეობას ჰგავს, როცა ცხოველს გალიაში მოათავსებ, ის კი გათავისუფლებას ელის.

    - შენი მეუღლე 8 თვის ფეხმძიმეა, როგორ უმკლავდებით ბოლო კვირების გამოწვევებს?

    - მასზე ვზრუნავ, ძალიან ძლიერი ქალია.

    - საყვარელ ფილმს და სერიალს ხომ არ გვირჩევდი?

    - არ ვიცი რატომ, თუმცა "დასაწყისს" გირჩევდით, სადაც ლეონარდო დიკაპრიო თამაშობს. რაც შეეხებას სერიალს, "ვიკინგები" საუკეთესოა.

    - ვარჯიშის გარდა, რითი ხარ დაკავებული?

    - კითხვით. ვფიქრობ, კითხვა დიდ ცოდნას გვაძლევს და ჩვენს ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბებას ეხმარება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    26 მარტი 2020 09:47

    დანიელია და იასნია ვიკინგები მოწონს.

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge